ახმეტაში ქმარმა ცოლი დაჭრა

ახმეტის მუნიციპალიტეტში ცოლის დანით დაჭრაში ბრალდებული მამაკაცი შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცხელ კვალზე დააკავა.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა ცოლს ჭრილობა დანით, ზურგის არეში მიაყენა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ -ში განუცხადეს, გამოძიება 11 პრიმა 19 119 მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.