კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, ტექნიკური სამუშაოების ჩასატარებლად რამდენიმე მეტრის სიმაღლეზე ასულ ახალგაზრდა კაცს საყრდენი გამოეცალა. გადმოვარდნის შედეგად იგი გარდაიცვალა.
შსს-ს ცნობით, დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით – სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა.
დაღუპული სატელეკომუნიკაციო კომპანია „მაგთის“ თანამშრომელი იყო. უბედური შემთხვევის მომენტში ის სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა.
