გაერო-ში აცხადებენ, რომ ისრაელის „ჰამასთან” და „ჰეზბოლასთან” დაპირისპირება რეგიონში უფრო დიდი და დამანგრეველი კონფლიქტის საფრთხეს აჩენს.
„ჩვენ საფრთხის წინაშე ვდგავართ, დავინახოთ ხანძარი, რომელმაც შეიძლება, გადააჭარბოს აქამდე ნანახ განადგურებასა და ტანჯვას“, – განაცხადა გაერო-ს პოლიტიკური საკითხების ხელმძღვანელმა, როზმარი დიკარლომ.
გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას დიკარლომ აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ არ არის გვიან და სივრცე დიპლომატიისთვის კვლავაც არსებობს.
გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ახლო აღმოსავლეთში შექმნილი მდგომარეობა განიხილეს.
ცნობისთვის, ისრაელში დაადასტურეს, რომ მათ მიერ 20 სექტემბერს განხორციელებული ავიაიერიშების შედეგად მოკლული არიან „ჰეზბოლას” მაღალჩინოსანი მეთაური და ლიბანში მოქმედი დაჯგუფების სხვა მებრძოლები. ეს ავიაიერიში მოჰყვა ლიბანში მოწყობილ ორდღიან თავდასხმებს, რომლის დროსაც „ჰეზბოლას” წევრების პეიჯერები აფეთქდა. შედეგად, 37 ადამიანი დაიღუპა.