ახლო აღმოსავლეთში ორწლიანი ომის შემდეგ, კათოლიკე მორწმუნეები ბეთლემში შობის აღსანიშნავად კვლავ შეიკრიბნენ, რომის პაპმა კი საშობაო წირვა პირველად აღავლინა

კათოლიკე მორწმუნეები, ახლო აღმოსავლეთში ორწლიანი ომის შემდეგ, ბეთლემში, მანგერის მოედანზე შობის აღსანიშნავად კვლავ შეიკრიბნენ.
ბეთლემში ომის დროს შობას აღარ აღნიშნავდნენ. ოთხშაბათს კი მანგერის მოედანზე გიგანტური ნაძვის ხე დაბრუნდა და ომის დროს ნანგრევებითა და ეკლიანი მავთულხლართებით გარშემორტყმული ჩვილი იესოს შობის სცენა დროებით ჩაანაცვლა.
მედიის ინფორმაციით, ბეთლემის სთარ სთრითზე გამართულ აღლუმში ასობით ადამიანი მონაწილეობდა, მოედანზე კი უამრავი ხალხი შეიკრიბა.
ამასთან, რომის პაპმა ლეო XIV-მ წმინდა პეტრეს ბაზილიკში შუაღამის საშობაო წირვა პირველად აღავლინა.
წმინდა პეტრეს ტაძარში, პუანსეტიებით მორთულ უზარმაზარ ბაზილიკაში, წირვას დაახლოებით 6000 ადამიანი დაესწრო, 5000 ადამიანი კი წირვას გარეთ, მოედანზე, გიგანტურ ეკრანებზე ადევნებდა თვალს.
დღეს შობის დღის წირვას აღავლენს.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?