ახლო აღმოსავლეთში ომი გრძელდება – ისრაელის ჯარები უფრო ღრმად შედიან ღაზის სექტორის სამხრეთით, სადაც სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს

ახლო აღმოსავლეთში ომი გრძელდება – ისრაელის ჯარები უფრო ღრმად შედიან ღაზის სექტორის სამხრეთით, ქალაქ ხან-იუნისში, სადაც სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს.
ათასობით პალესტინელი სამხრეთით რაფაჰში გაიქცა. ისრაელის თავდაცვის ძალებს საავადმყოფოს დარბევასა და ალყაში მოქცევაში ადანაშაულებენ. სამხედროების განცხადებით კი, ისინი ცდილობენ, თავი აარიდონ იმ ადგილებს, რომლებსაც მშვიდობიანი მოსახლეობა აფარებს თავს.
ხან-იუნისში ისრაელის გაძლიერებული იერიშების შედეგად, ბოლო 24 საათში, 65 პალესტინელი დაიღუპა.
ანკლავში კვლავ ჰუმანიტარული კრიზისია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოსალოდნელი დაავადების გავრცელებისა და სამედიცინო დაწესებულებებში მძიმე ვითარების შესახებ იტყობინებიან.
საერთაშორისო მედიის ცნობით, ისრაელმა “ჰამასის” მაღალჩინოსნებს ღაზის დატოვების უფლება შესთავაზა, როგორც ცეცხლის შეწყვეტის უფრო ფართო შეთანხმების ნაწილი. გამოცემა Axios-ის ინფორმაციით, ისრაელმა “ჰამასს” 2-თვიანი ზავი შესთავაზა, როგორც მძევლების გათავისუფლების პერსპექტიული გარიგების ნაწილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ელჩის საქმე არ არის ჩაერიოს დამოუკიდებელი სასამართლოს საქმიანობაში. თუ აქამდე ცდილობდნენ რამენაირად შეეფუთათ დამოკიდებულება და თავიანთი გავლენების გაზრდის მცდელობები, ახლა ესეც აღარ ხდება

საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე თავდასხმები ახლა არ დაწყებულა. მისი მიზანია, ქვეყანაში არ არსებობდეს ინსტიტუცია, რომელსაც მხარს დაუჭერს ხალხი, რომელსაც მოუსმენს და დაეყრდნობა – არჩილ გორდულაძე