ახლო აღმოსავლეთში ომი არ წყდება – ზავზე შეთანხმება კვლავ ვერ ხერხდება

ახლო აღმოსავლეთში ომი არ წყდება – კვლავ ვერ ხერხდება მორიგ ზავზე შეთანხმება. “ჰამასის” პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანია აცხადებს, რომ ღაზის სექტორში საომარი მოქმედებების შეჩერების შესახებ მედიატორების მხრიდან შეთავაზებულ ახალ წინადადებას განიხილავენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ზავი ექვს კვირას მოიცავს და ის, დამატებით, ისრაელელი მძევლებისა და პალესტინელი პატიმრების ერთმანეთში გაცვლას გულისხმობს. თუმცა შეთავაზებაზე უარს აცხადებს თელ-ავივი.
ჰანიას განცხადებას ს პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა. ამბობს, რომ ისინი “არ გაათავისუფლებენ ათასობით ტერორისტს”. “სრულ გამარჯვებაზე ნაკლებს არ დავთანხმდებით”, – ამბობს პრემიერი.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, ისრაელის მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელმა თანხმობა განაცხადა ჩარჩოზე, რომლის თანახმადაც ის ყოველი მძევლისთვის ასობით პალესტინელ ტყვეს გაათავისუფლებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენთვის მნიშვნელოვანია სტრასბურგის სასამართლოს რეკომენდაცია – ყველა მიმართულებით გამოძიებას საჭიროებს 20 ივნისის საქმე, მათ შორის, განსაკუთრებული ინტერესის საგანია ის, თუ ვინ გადაწყვიტა რეზინის ტყვიების სროლა და ვინ მიიყვანა მდგომარეობა აქამდე

ქართველ ხალხს, რომელსაც ჰყავს 100 000 მოწამე, ვიზალიბერალიზაციის შეჩერებით ვერ გატეხავენ – თუ ეს მოხდა, შანტაჟის ბოლო ტყვიასაც ფუჭად გაისვრიან და დააჩქარებენ თავსმოხვეული ევროისტერიის საბოლოო დასასრულს