„ახლო აღმოსავლეთი ციცაბო კლდის პირასაა, ფეხი მუხრუჭს უნდა დავაჭიროთ და უკუსვლაზე გადავრთოთ“ – ჯოზეფ ბორელი

„ახლო აღმოსავლეთი ციცაბო კლდის პირასაა, ფეხი მუხრუჭს უნდა დავაჭიროთ და უკუსვლაზე გადავრთოთ“ – ჯოზეფ ბორელი
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ახლო აღმოსავლეთი ციცაბო კლდის პირასაა და მნიშვნელოვანია, რომ ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტის დეესკალაცია მოხდეს.
„ციცაბო კლდის პირას ვდგავართ და უნდა მოვშორდეთ მას, ფეხი მუხრუჭს დავაჭიროთ და უკუსვლაზე გადავრთოთ,“ – აღნიშნა ბორელმა.
მისი თქმით, მოელის, რომ ირანის უპრეცედენტო საჰაერო თავდასხმას უპასუხებს, მაგრამ იმედოვნებს, რომ ეს არ გამოიწვევს შემდგომ ესკალაციას.
მისი თქმით, ისრაელის მემარჯვენე სამთავრობო კოალიციაში არის „ღრმა განხეთქილება“ ხისტი ხაზის მხარდამჭერებს შორის, რომლებსაც სასტიკი შურისძიება სურთ და უფრო ზომიერ და საღად მოაზროვნე ფრაქციას შორის.