ახლო აღმოსავლეთის ტურნეში ბლინკენი ცდილობს მძევალთა შესახებ შეთანხმების მიღწევას

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, არაბული ქვეყნების წარმომადგენლებთან გამართავს მოლაპარაკებებს კრიზისით გამოწვეულ ახალ ტურნეში, რომელსაც 5 თებერვალს იწყებს.
მოლაპარაკებების თემები იქნება ღაზის რეკონსტრუქცია და პალესტინელთა სახელმწიფოს დაარსების პერსპექტივები, თუ და -ისა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეული ჰამასი დათანხმდებიან მძევალთა შესახებ შეთანხმებას – აცხადებს ერთ-ერთი ოფიციალური პირი.
ბლინკენის ტურნე საუდის არაბეთში იწყება, ეს სახელმწიფო მდივნის მეხუთე ტურნეა ახლო აღმოსავლეთში მას მერე, რაც 7 ოქტომბერს ჰამასი ისრაელს დაესხა თავს – რასაც მოჰყვა ისრაელის მხრიდან მასშტაბური შეტევა ღაზაზე.

ასევე დაგაინტერესებთ