ახლო აღმოსავლეთის ომის 118 დღე – ღაზის სექტორის სამხრეთით, ალ-ამალის საავადმყოფოსთან, ისრაელმა ინტენსიური ცეცხლი გახსნა

ახლო აღმოსავლეთში ომი 118 დღეა მიმდინარეობს – პალესტინის “წითელი ნახევარმთვარის” სააგენტო იტყობინება, რომ ისრაელის ძალები ღაზის სექტორის სამხრეთით, ხან-იუნისში მდებარე ალ-ამალის საავადმყოფოსთან, “ძლიერად ისვრიან”. ნასერისა და ალ-ამალის საავადმყოფოები, რამდენიმე დღეა, ალყაშია.
ომის დაწყებიდან, ღაზის სექტორში ისრაელის თავდასხმების შედეგად, 27 ათასი ადამიანი დაიღუპა და 66 ათასი დაიჭრა.
-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, საღამოს, ამერიკულმა გამანადგურებელმა წითელ ზღვაში “ჰუსიტი” მებრძოლების მიერ გაშვებული საზენიტო ბალისტიკური რაკეტა და 3 დრონი ჩამოაგდო. მათივე ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
შტატების განცხადებით, გაერო-ს ჯგუფმა, რომელიც პალესტინელების დახმარებაზე პასუხისმგებელი, ცვლილებები უნდა შეიტანოს “დონორთა ნდობის აღსადგენად”, ვიდრე ის მათთვის ფულის გაცემას განაახლებს.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ღაზაში მოქმედი გაერო-ს დახმარების სააგენტო სხვა დახმარების ჯგუფებმა უნდა შეცვალოს.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩეხეთში გამჭვირვალობის კანონის მიღების შემდეგ, პრაღაში რელოკაციის გზით გადასული ჩვენი ენჯეოშნიკების “შემდეგი სადგური” დიდი ალბათობით ესტონეთი იქნება, მის იქეთ კი უკვე ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანეა