ახლოდან ისროლეს რეზინის ტყვიები, სახურავებიდან გადმოყარეს გაზის კაფსულები — საია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, პოლიციამ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ წიწაკის სპრეის, ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიების და წყლის ჭავლის გამოყენება 22:00 საათზე დაიწყო.
„თავდაპირველად აქტიური სპეციალური საშუალებების გამოყენებას ჩიტაძის ქუჩაზე წინ უძღვოდა რამდენიმე პირის მიერ ჭიშკრის უჯრედებზე ჩაჭიდება და ხმაურით პროტესტის გამოხატვა, ხოლო, შემდეგ საშუალებების გამოყენება უკვე გადაიზარდა დემონსტრანტების ფართო მასების მიმართულებით.
გამოყენებულ სპეციალურ საშუალებათა უკანონო პრაქტიკებს შორის, განსაკუთრებით საგანგაშოა:
· რეზინის ტყვიების გამოყენება ახლო მანძილიდან, სასიცოცხლო ორგანოების (სახის, მუცლის არის) მიმართულებით ან/და იმ პირთა მიმართ, რომელთაგანაც არ მომდინარეობდა საფრთხე;
· ცრემლსადენი გაზის სროლა სახურავიდან ქვემოთ, მშვიდობიანად მდგომი ხალხის მიმართულებით რუსთაველის გამზირზე, რაც არღვევს ცრემლსადენი გაზის კაფსულების გამოყენების წესს და ცხელი კაფსულის მოხვედრის შემთხვევაში ქმნის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის შეუქცევადი დაზიანების საფრთხეს.
საია მოუწოდებს:
· Საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ადამიანის უფლებების დაცვასთან შეუთავსებელ და ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე
· Სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლებს: არ დაემორჩილონ უკანონო ბრძანებებს და არ გამოიყენონ ძალადობრივი მეთოდები მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ.
ამ დროისათვის (23:40) პარლამენტთან ვითარება დაძაბულია. თავისუფლების მოედანზე მობილიზებულია სპეცრაზმი, თუმცა აქციის მონაწილეებსა და მათ შორის პირდაპირი ფიზიკური კონტაქტი არ არის.
რეზინის ტყვიებით დაშავებული არაერთი ადამიანი გადაიღეს მედიასაშუალებებმა. დაშავებულთა შორისაა საკრებულოს წევრი „გირჩი – მეტი თავისუფლებიდან“ ც.
რა ხდება
საზოგადოებისთვის „რუსული კანონის“ სახელით ცნობილი დოკუმენტი საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე 83 ხმით, უკვე მეორე მოსმენითაც მიიღო პირველ მაისს. ამის შემდეგ პროცედურით გათვალისწინებულია იურიდიულ კომიტეტზე მესამე მოსმენით კენჭისყრა, შემდეგ კი კვლავ სესიაზე — მესამე მოსმენით. აღნიშნულის შემდეგ კანონის ძალაში შესასვლელად საჭიროა პრეზიდენტის ხელმოწერა, რომელმაც თქვა, რომ კანონს ვეტოს დაადებს. ამის შემდეგ, დიდი ალბათობით, „ოცნების“ უმრავლესობა ვეტოს დაძლევას შეეცდება, რის შემდეგაც საბოლოოდ შევა ძალაში.
რამდენიმე კვირაა, მოქალაქეები პარლამენტის შენობასთან რუსული კანონის გასაპროტესტებლად იკრიბებიან და მრავალათასიან აქციებსა და მსვლელობებს აწყობენ. საქართველოში მიმდინარე საპროტესტო ტალღას უერთდებიან ქართველი ემიგრანტები სხვადასხვა ქვეყანაში.
დასავლელი პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებენ, რომ კანონის მიღება ხელს შეუშლის საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში.
მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდავი რუსული კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“, ხოლო ფონდებს, მათ შორის, -ის, ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის“ სტატუსებს ანიჭებს.
მსგავსი კანონის რუსეთში მიღების შემდეგ ქვეყანაში ფაქტობრივად გაქრა დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი. ამ რეგულაციას აქტიურად იყენებენ კერძო პირების დასასჯელადაც, რის გამოც ათასობით ადამიანი ემიგრაციაში წავიდა.
· სანქციები და ურთიერთობების გადახედვა — 14 სენატორი ს კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდებს
· არ დავრეგისტრირდებით ღირსების შემლახავ რეესტრში — არასამთავრობოები და მედიები
· 83 დეპუტატი, ვინც „რუსულ კანონს“ მხარი II მოსმენით დაუჭირა | სია