“ახლა ქოცი გამოვა და ელენეს წყევლას დაუწუნებს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი:

სინდისის პატიმრებიდან რამდენიმეს განსაკუთრებით სასტიკად მოექცნენ.
ერთ-ერთი ასეთია საბა სხვიტარიძე.
აწამეს.
მისი საქმის ცრუ მოწმე პოლიციელის, მირიან ქავთარაძესთვის მონის დაძახების გამო დღეს ციხეში გაუშვეს მისი ძმა თორნიკე.
ელენეს ორივე ბიჭი რეჟიმის პატიმარია. ქოცების ტყვეა.
ახლა ქოცი გამოვა და ელენეს წყევლას დაუწუნებს.
ჰოდა ამოწყდით! მირიან ქავთარაძე, პირველი შენ ამოწყდი!
ელენე ახობაძე, მიყვარხარ!
ცნობისათვის, თორნიკე და საბა სხვიტარიძეების დედამ, რომელსაც დღეს, მეორე შვილი, თორნიკე სხვიტარიძეც დაუჭირეს, ტვ პირველთან, თქვა:
 „ვერ მომერევიან, ვაძლევ გარანტიას. არ ვაპირებ არც დანებებას, არც შეშინებას. ბრძოლას გავაგრძელებ ბოლომდე. არცერთი ჩემი შვილი არაფერში არ არის დამნაშავე. იმიტომ, რომ ქავთარაძეს ასე უნდა, ეს ასე არ იქნება“
დღეს აქციების ფარგლებში სისხლის სამართლის წესით დაკავებული საბა სხვიტარიძის საქმეში დაზარალებულად ცნობილი პოლიციელის, მირიან ქავთარაძის შეურაცხყოფის საბაბით დაწყებულ საქმეზე საბა სხვიტარიძის ძმას, თორნიკე სხვიტარიძეს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.
-ს მტკიცებით, 17 აპრილს, საბა სხვიტარიძის პროცესის შემდეგ ქავთარაძემ და სხვიტარიძემ პოლიციელ მირიან ქავთარაძეს შეურაცხყოფა მიაყენეს, უწოდეს „მონა“, „ქავთარაძეების გვარის სირცხვილი“.

ასევე დაგაინტერესებთ

საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციაში საბოლოო შესწორებები შევიდა – დოკუმენტს კენჭს 9 ივლისს უყრიან – Netgazeti • ევროპარლამენტი • თვითმმართველობის არჩევნები • მზია ამაღლობელი • რასა იუკნევიჩიანე • Netgazeti.ge