ესპანეთის ქალაქ ვალენსიას ბინადარი გუნდები თავის საფეხბურთო მატჩებს არც ამ კვირაში გამართავენ. გიორგი მამარდაშვილის “ვალენსია” 9 ნოემბერს გასვლაზე “ესპანიოლს” უნდა დაპირისპირებოდა, თუმცა “ღამურების” განცხადებაში ნათქვამია, რომ ახლა ფეხბურთი მეორეხარისხოვანია და ყველა ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს მათზე, ვინც ძლიერი წყალდიდობის შედეგად დაზარალდა.
ლა ლიგა 2-ში გადაიდო ამავე ქალაქის ბინადარი გუნდის გიორგი ქოჩორაშვილის “ლევანტეს” თამაშიც. ჩვენებურის კლუბის მეტოქე 10 ნოემბერს გასვლაზე “ტენერიფე” უნდა ყოფილიყო.
შეხსენებისთვის, ვალენსიაში ძლიერ წყალდიდობას 200-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.