„ახლა უკრაინაში საჰაერო განგაშია“ – პუტინის „სააღდგომო ზავს“ ეხმაურება

უკრაინის პრეზიდენტი სააღდგომოდ ვლადიმირ პუტინის მიერ გამოცხადებულ ცეცხლის შეწყვეტის ბრძანებას სოციალურ ქსელებში გამოეხმაურა და დაწერა, რომ “შაჰიდები” უკრაინის ცაში – ეს არის პუტინის ნამდვილი დამოკიდებულება აღდგომისადმი და ადამიანების სიცოცხლისადმი“.
უკრაინის პრეზიდენტი წერს, რომ ახლა უკრაინაში საჰაერო განგაშია. მისი ინფორმაციით, 17:15 საათზე უკრაინის ცაზე რუსული თავდასხმითი დრონებია დაფიქსირებული.
„უკრაინულმა საჰაერო თავდაცვამ და ავიაციამ უკვე დაიწყეს თავდაცვაზე მუშაობა“, – წერს ზელენსკი.
19 აპრილს რუსულმა მედიამ კრემლზე დაყრდნობით, გაავრცელა ცნობა, რომ მოსკოვის დროით 18 საათიდან 21 აპრილის 00:00 საათამდე პუტინმა “სააღდგომო ზავი” აამოქმედა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ილჰამ ალიევი – სამხრეთ კავკასიის რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე – მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ირღვევა ეს პრინციპები, ჩვენთან ეს უნდა დარჩეს ურყევი

მიხეილ სააკაშვილი ზურაბ ნოღაიდელს – პუტინთან იყავი თუ არა შეხვედრაზე? „ეკაჩავე“, „ებლატავე“ თუ მოუწოდე საქართველო არ დაეპყრო? შეხედეთ ამ მოღალატეს, ნაძირალა – ვისი ნაქირავები იყო ბინა, სადაც ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა?