“ახლა სხვა რამე მაინტერესებს” – იაგო ხვიჩია

,,გირჩის” ლიდერი :
,,პოლიტუკური სპექტრი ნელ ნელა ალაპარაკდა მომავალზე საუბრის აუცილებლობაზე.
უცნაურია, რომ ამას ახლა ის ხალხი აწვება, თავის დროზე თავად რო იყვნენ, და დღემდე არიან, მთავარი ცენზორები.
მიუხედავად იმისა, რომ მათი გამოსწორების არ მჯერა, ამჯერად მათ არ გავაკრიტიკებ, ჩავთვლი რომ რაღაცას მიხვდენენ.
ახლა სხვა რამე მაინტერესებს.
თქვენი აზრით გაქაჩავენ თუ არა ადგილობრივი იხვნისკარტები ქვეყნისათვის აუცილებელი და შინაარსიანი პოლიტიკური დისკუსიის მოწყობას?
ჩემი აზრით არა.
რადგან არასერიოზული ხალხის საკეთებელი საქმე ეს არ არის.
და თუ გვინდა, რომ ხალხმა ოპო მედიას და იქ მიმდინარე პროცესებს სერიოზულად შეხედოს, უნდა მოიხსნას ყველა იხვნისკარტა ეთერიდან და მოვიდეს ახალი ხალხი, რომელთანაც არც საუბარი არ ტეხავს და არც წარსული იხვნიდკარტობის ცოდვა არ ამძიმებს.
ახალი ხალხი გვინდა პოლიტიკაშიო როცა საუბრობთ, დაუსვით საკუთარ თავს შეკითხვა – როცა ადგილი, სადაც პოლიტიკოსები უნდა იბადებოდნენ, იხვნისკარტებს აქვთ დაპყრობილი, მისცემენ კი ისინი სიმართლის მარცვალს უფლებას გაიზარდოს და ნაყოფი მოისხას?
ჩემი აზრით არა, პირიქით ამ მარცვალს დანახვისთანავე კურტუმოს ქიცინით გადაუძახებენ კუჭში!“

ასევე დაგაინტერესებთ

“ისე მომინდა, ჩავხუტებოდი და მეკოცნა – ასეთი პატარასთვის, დალეულისთვის, ერთ წელიწადში 90 წლისასთვის, მთელი დღე რომ მუშაობს ამ დაწყევლილ, დაუნდობელ და დაქცეულ სამყაროში – და მერე თავის, თითქმის 90 წლის ქალთან მიდის”

გიორგი ბარამიძე თვითმმართველობის არჩევნებზე – სპეცოპერაციაში მონაწილეობა არა თუ არ შეიძლება, ეს იქნება პროტესტი და ეროვნული ინტერესების ღალატი, კონსტიტუციის დარღვევა, უარის თქმა ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებაზე