“ახლა საჭიროა ნამდვილი დიალოგი” – რა ურჩია მიშელმა კობახიძეს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. საუბარი შეეხო საქართველოში განვითარებულ მოვლენებს.
როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი X-ზე წერს, მან სთან საუბრისას კიდევ ერთხელ გამოხატა ევროკავშირის სრული მხარდაჭერა ყველა ქართველის მიმართ, ვინც პირველ ადგილზე აყენებს თავისი ქვეყნის ევროპულ მომავალს.
“საქართველოს მომავალი ევროკავშირს ეკუთვნის” – წერს შარლ მიშელი.
სატელეფონო საუბარში @PM_Kobakhidze-სთან განხილულ იქნა საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები და კიდევ ერთხელ გამოვხატე ევროკავშირის სრული მხარდაჭერა ყველა ქართველის მიმართ, ვინც პირველ ადგილზე აყენებს თავისი ქვეყნის ევროპულ მომავალს. საქართველოს მოქალაქეების მოწოდება, ღია დემოკრატიული და პლურალისტური საზოგადოებისაკენ, უნდა იქნეს მოსმენილი და გათვალისწინებული. აქტიური დებატები არის ქვაკუთხედი და ახლა საჭიროა ნამდვილი დიალოგი. საქართველოს მომავალი ევროკავშირს ეკუთვნის. არ გაუშვათ ხელიდან ეს ისტორიული შანსი.

ასევე დაგაინტერესებთ