“ახლა, როცა ივანიშვილის ხროვა ძალიან ახლოსაა სანქციებთან…” – რა ვიდეოს ავრცელებს ვახო სანაია

ჟურნალისტი, ვახო სანაია:
ივანიშვილი ცდილობს, ყველაფრის ფასად გატეხოს ხალხი, ჩააქროს პროტესტის მუხტი, როგორმე დრო მოიგოს, ამოისუნთქოს, მანევრის საშუალება მიიღოს. აქამდე გამოყენებული მეთოდები – პროპაგანდა და რეპრესიები უშედეგო აღმოჩნდა. პირიქით, პროტესტი გაძლიერდა.
ახლა, მესამე მოსმენის შემდეგ, ერთადერთი გზა აქვს – გამოიყენოს თვალთმაქცური სვლა კანონის კოსმეტიკური შელამაზების დაპირებით და მოწინააღმდეგეების ამ თამი შეთრევით. ამიტომ ითხოვს ვეტოს მოტივირებული შენიშვნებით, დასავლელის პარტნიორების თითქოს მუხლობრივ მოსაზრებებს. მისი მიზანია, ეს კანონი ნებისმიერ ფასად დაამტკიცოს და თავი გამარჯვებულად გამოაცხადოს. თქვას, რომ აი, ხომ ხედავთ, მაინც მივიღე კანონიო. დაგამარცხეთო. ამ გზით კოსმეტიკურად შელამაზებულ რეპრესიულ რუსულ კანონს არა მხოლოდ აამოქმედებს იურიდიული და ფიზიკური პირების წინააღმდეგ და ეს შელამაზებული ვერსიაც ისედაც საკმარისი იქნება აქ დემოკრატიის საბოლოოდ მოსასპობად, არამედ დამატებით დააშენებს ისეთ რეპრესიულ კანონმდებლობას, რომელიც მიწასთან გაასწორებს საზოგადოებას, მის თითოეულ მოქალაქეს. ახლა სურს უბრალოდ გამარჯვების გაფორმება და თქმა, რომ თავისი გაიტანა და მის წინააღმდეგ პროტესტს არასდროსა აქვს აზრი. დასავლელმა პარტნიორებმა უნდა იცოდნენ, რომ ქართველი ხალხი არ დასთანხმდება ოცნებისთვის ამ მანევრის საშულების მიცემას. ახლა, როცა ივანიშვილის ხროვა ძალიან ახლოსაა სანქციებთან; ახლა, როცა ხალხის პროტესტი კი არ მცირდება, არამედ ყოველდღიურად იზრდება; ახლა, როცა ივანიშვილი სულ უფრო სუსტდება; ახლა, როცა პრეზიდენტის პოზიცია მკაფიოა, რომ ოცნების ხრიკებს გასაქანს არ მისცემს; ახლა, როცა ოპოზიცია იმავე პოზიციას გამოხატავს, რასაც ხალხი; ახლა, როცა არასამთავრობო სექტორი და თავისუფალი მედია შეუვალია, დაუშვებელია, ქართველი ხალხისა და დასავლეთის მრავალჯერ გადამგდებ, ყველა შეთანხმების დამრღვევ, შარლ მიშელის დოკუმენტის ნაგვის ურნაში ჩამგდებ რუს ოლიგარქ და პუტინის მოკავშირე ავტორიტარს ვინმემ მაშველი რგოლი გადაუგდოს. ჩვენ ვებრძვით რუსულ რეჟიმს, რომელიც ამ ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ძირს უთხრის და ანგრევს სახელმწიფოს დამოუკიდებელობას. ივანიშვილი უნდა დამარცხდეს რუსული კანონის ეპიზოდში, რაც მას მძიმე ფასს გადაახდევინებს და დიდი ნაბიჯით წაგვწევს წინ მისი საბოლოოდ ჩამოცილების საქმეში; დაუშვებელია ბრძოლის ამ ეპიზოდში ხალხის დამარცხება. რუსული კანონი შელამაზებას არ ექვემდებარება. ის მიუღებელია ნებისმიერი ფორმით. ვერანაირი ,,მოლაპარაკება”, ,,დიალოგი”, ,,განხილვა”, მოტივირებული შენიშვნები, ახალი დანიელსონის შუამავლობა და რაიმე სხვა ვერ შედგება, თუ პოლიტიკური ძალები დღევანდელ პოზიციას შეინარჩუნებენ. ვინც პოზიციას შეცვლის, მერე ნახავს ხალხის რისხვას. ივანიშვილს მაინც ჩამოვიცილებთ, ოღონდ ისიც თან გაჰყვება პოლიტიკურ სამარეში, ვინც ახლა ხალხის ზურგს უკან რამეს მოიმოქმედებს. ამ პროცესის წარმმართველია ხალხი და მისი ნებართვის გარეშე ვერავინ გადადგამს ნაბიჯს. ეს კარგად უნდა ესმოდეთ დასავლეთშიც და მიხარია, რომ სულ უფრო მეტი პარტნიორისგან ვისმენთ პირდაპირ ნათქვამ ამ სიტყვებს – არანაირი შელამაზება. შესაბამისად, ,,ქართულ ოცნებას” ყველანაირი გზა ეჭრება თვალთმაქცური სვლებისთვის. დაძლევს ვეტოს ? მიიღებს კიდევ უფრო გაზრდილ პროტესტს, რომელიც მას სულ უფრო ასუსტებს, გარედან კი დაადებენ სანქციებს და გადაიქცევა სრულიად არალეგიტიმურ ძალად შიგნითაც და გარეთაც. შეურიგებელი და დაუღალავი ბრძოლა გამარჯვების საწინდარია. არა რუსულ რეჟიმს ! PS

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ გომელაური ზვიად ხარაზიშვილის და მილერი ლაგაზაურის დასანქცირებაზე – ძალიან კარგად ვუხდით, ჩვეულებრივად იღებენ ხელფასს – ბანკში მარტო ვიზა ბარათებია, სხვა ბარათები არ არსებობს?