ახლა რომ მოინდომა ოპოზიციური პარტიის ლიდერობა, მგონი, მასაც და მის თანაპარტიელებსაც ავიწყდებათ, რომ თავად თქვა უარი საქართველოს მოქალაქეობაზე – მამუკა მდინარაძე სააკაშვილზე

ახლა რომ მოინდომა ოპოზიციური პარტიის ლიდერობა, მგონი, ნამდვილად ავიწყდებათ, მასაც და მის თანაპარტიელებსაც, რომ ის არ არის საქართველოს მოქალაქე და თავად თქვა უარი მოქალაქეობაზე, – განუცხადა ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ სააკაშვილის განცხადებაზე იმის შესახებ, რომ თავის თავზე იღებს პოლიტიკური საბჭოს ხელმძღვანელობას.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, პოლიტიკურ პროცესებში სააკაშვილის ჩართვაც ქვეყნის უმაღლესი კანონისა და, ზოგადად, კანონმდებლობის სერიოზული დარღვევაა.
“მგონი, ავიწყდება მას [სააკაშვილს], რომ საქართველოს მოქალაქეობაზე უარი აქვს ნათქვამი. ახლა რომ ერთვება პოლიტიკურ პროცესებში, ესეც სერიოზული დარღვევაა ქვეყნის უმაღლესი კანონისა და, ზოგადად, კანონმდებლობის. ახლა რომ მოინდომა ოპოზიციური პარტიის ლიდერობა, მე მგონი, ნამდვილად ავიწყდებათ, მასაც და მის თანაპარტიელებსაც, რომ ის არ არის საქართველოს მოქალაქე და თავად თქვა უარი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობაზე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

პირველ ლედის, ქართულ ენაზეც რომ წაეკითხა სიტყვა, ზუსტად იგივე მღელვარება ექნებოდა და ეს მოსდით ადამიანებს, ვისაც ზედმეტად მეტი პასუხისმგებლობა აქვთ იმ აუდიტორიასთან, რომლის წინაშეც გამოდიან

ილია მეორის სიბრძნე, სიმტკიცე და შეუდრეკელი მსახურება გახდა ის ძალა, რომელმაც გააძლიერა ეკლესია, გააერთიანა საზოგადოება და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიის საერთაშორისო აღიარებაში – ირაკლი ჩიქოვანი

სააკაშვილის დღევანდელი განცხადება, თითქოს პატრიარქს ბიძინა ივანიშვილმა გადადგომა შესთავაზა – ფანტაზიის ნაყოფია. მათი მიზანი პატრიარქსა და ბიძინა ივანიშვილს შორის ურთიერთობის დაძაბვა იყო, ახლა კი ცდილობენ ივანიშვილის რეპუტაცია შებღალონ