“ახლა რასაც ვიტყვი, დაიმახსოვრეთ…” – ანჩელოტიმ “რეალის” ფანებთან პირობა დადო

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ჩემპიონთა ლიგაზე “ლივერპულთან” 0:2 მარცხის შემდეგ, “ბლანკოსის” გულშემატკივრებთან პირობა დადო, რომ “რეალი” ტურნირის ფინალში ითამაშებს.
“ახლა რასაც ვიტყვი, დაიმახსოვრეთ. მადრიდის “რეალი” მიუნხენში ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშებს”, – განაცხადა ანჩელოტიმ Ellarguero-სთან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, ამ მომენტისთვის “რეალი” ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის სატურნირო ცხრილში 6 ქულით 24-ე ადგილს იკავებს.
“სამეფო კლუბი” ჩემპიონთა ლიგაზე მორიგ მატჩს 11 დეკემბერს, “ატალანტას” წინააღმდეგ გამართავს.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში