„ახლა მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, როგორ დავტოვეთ იზოლატორში ადვოკატებმა 71 წლის აზა ბებო, რომელსაც დაკავებისას პოლიციამ 2.55 ლარი დაულუქა”

71 წლის დევნილმა აზა ჩილაჩავამ მშრალი შიმშილობა დაიწყო.
„ახლა მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, როგორ დავტოვეთ იზოლატორში ადვოკატებმა 71 წლის აზა ბებო, რომელსაც დაკავებისას პოლიციამ 2.55 ლარი დაულუქა.
იმასაც წარმოვიდგენ, საკუთარი სახლიდან დევნილი, როგორ ათენებს პირველ ღამეს დმი-ს ოთახში, რომელიც როგორც გვითხრა, იმაზე დიდი ყოფილა, ვიდრე მისი საცხოვრებელი.
რაც არ მაძინებს უღონობის შეგრძნებაა. 71 წლის დევნილმა ქალმა მშრალი შიმშილობა გადაწყვიტა და ამაზე საუბრისას შეუვალი იყო: მე ჩემი პროტესტი მაქვს! ყოველ ჩვენს თხოვნაზე ამ სიტყვებს მტკიცედ გვიმეორებდა.
ცრემლები რამდენჯერმე მოერია და მხოლოდ მაშინ, როცა ახალგაზრდებზე საუბრობდა- იმ ახალგაზრდებზე, რომლებიც აფხაზეთში დატოვა და მათზე, ვინც ახლა ნათელი მომავლისთვის რუსთაველზე იბრძვის.
არ ინერვიულოთ და ჩემთვის ნუ წუხდებითო, ამ უხერხულობით დაგვემშვიდობა“— წერს აზა ჩილაჩავას ადვოკატი, მარიამ პატარიძე სოციალურ ქსელში

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)