“ახლა მოვყვები იმას, რაც არავინ გადაიღო…”- მაკა შალიკაშვილი სკანდალად ქცეული კონცერტის დეტალებზე

21 დე­კემ­ბერს ქუ­თა­ის­ში წინა სა­ა­ხალ­წლო კონ­ცერ­ტზე ნაძ­ვის ხე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის ფონ­ზე აინ­თო. ად­გილ­ზე მო­მი­ტინ­გე­ებს, 28 ნო­ემ­ბრის შემ­დეგ, აქ­ცი­ებ­ზე ძა­ლოვ­ნე­ბის მიერ ნა­ცე­მი ადა­მი­ა­ნე­ბის ფო­ტო­ე­ბი ჰქონ­დათ მი­ტა­ნი­ლი.

იმ დღეს, ღო­ნის­ძი­ე­ბის წამ­ყვა­ნი მსა­ხი­ო­ბი მაკა შა­ლი­კაშ­ვი­ლი იყო, კონ­ცერ­ტზე კი ნინი ქარ­სე­ლა­ძე, კახა კუ­ხი­ა­ნი­ძე, ქუ­ჩის ბი­ჭე­ბი, თაკო გა­ჩე­ჩი­ლა­ძე მღე­როდ­ნენ. შე­გახ­სე­ნებთ, რომ 100-ზე მეტ­მა მუ­სი­კოს­მა უარი გა­ნა­ცხა­და სა­ხელ­მწი­ფო ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე.

შა­ლი­კაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ მი­მარ­თვას აქ­ვეყ­ნებს და ერთი თვის წინ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კონ­ცერ­ტის სკან­და­ლურ დე­ტა­ლებს ამ­ხელს, რო­მე­ლიც ეთერ­ში არ გა­სუ­ლა:

“ჯო­ბია, რომ სა­კუ­თარ თავ­ზე თა­ვად ისა­უბ­რო. მირ­ჩევ­ნია მე ვთქვა ყვე­ლა­ფე­რი, რად­გან მე ვი­დე­ქი მა­შინ, 21 დე­კემ­ბერს სცე­ნა­ზე. რო­დე­საც შე­მო­თა­ვა­ზე­ბა მი­ვი­ღე, რომ სა­ა­ხალ­წლო სა­ბავ­შვო კონ­ცერ­ტი წა­მეყ­ვა­ნა ქუ­თა­ის­ში და შემ­დგომ რიგ ქა­ლა­ქებ­ში, არც დავ­ფიქ­რე­ბულ­ვარ ისე დავ­თან­ხმდი.

დღეს და გუ­შინ არ შე­მიმ­ჩნე­ვია, რომ ბევ­რი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი აკე­თებს ამას, წავ­ლენ სხვა ქვე­ყა­ნა­ში, ჩას­ხდე­ბი­ან ავ­ტო­ბუ­სებ­ში, მეტ­რო­ებ­ში და იქი­დან „ჩე­ქინ­დე­ბი­ან“ და უი, თურ­მე უცხო­ეთ­ში რა კარ­გია. მე მათ­გან გან­სხვა­ვე­ბით, პირ­და­პირ ვამ­ბობ, რომ მთე­ლი ცხოვ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მეტ­რო­თი, რკი­ნიგ­ზის სად­გუ­რით, სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სე­ბით ვსარ­გებ­ლობ.

არ მე­ში­ნია ადა­მი­ა­ნე­ბის, არ მაქვს მა­სე­ბის შიში. იმი­ტომ, რომ მე თვი­თონ ვარ მათი მოყ­ვა­რუ­ლი ადა­მი­ა­ნი, მათი პა­ტი­ვის­მცე­მე­ლი და ამას ყვე­ლა და­ა­დას­ტუ­რებს ვინც მე მიც­ნობს. და ძა­ლი­ან ბევ­რი მიც­ნობს.

არ შემ­ში­ნე­ბია ჩემი მა­ყუ­რებ­ლის წი­ნა­შე გა­მოს­ვლა, ჩემი ხალ­ხის წი­ნა­შე გა­მოს­ვლა, იმი­ტომ რომ მე ვუ­ძღვე­ბო­დი სა­ბავ­შვო კონ­ცერტს. ყვე­ლა­ზე რთუ­ლი სი­ტუ­ა­ცია იყო ქუ­თა­ის­ში, სა­დაც ჩემს წინ, ძა­ლი­ან ბევ­რი ბავ­შვი იდგა. იქვე იყო პო­ლი­ცია, იმი­ტომ რომ იყო ად­გილ­ზე ის ადა­მი­ა­ნე­ბიც იყ­ვნენ, რომ­ლე­ბიც აპ­რო­ტეს­ტებ­დნენ და უს­ტვენ­დნენ, ბავ­შვე­ბის ზე­ი­მის ჩაშ­ლა უნ­დო­დათ.

იმ დღეს, მე სა­ბავ­შვო კონ­ცერ­ტში ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი, ვინც მიც­ნობს, ყვე­ლამ იცის, რომ ეს არის სა­შუ­ა­ლე­ბა ჩემ­თვის სა­შუ­ა­ლე­ბა, ბი­ნის ქირა, ჩემი შვი­ლის გა­და­სა­ხა­დე­ბი, გა­და­ვი­ხა­დო. ამა­ზე ვე­რაფ­რით ვერ ვი­ტყო­დი უარს, შე­მე­და­ვოს ნე­ბის­მი­ე­რი ამა­ში.

ახლა ის, რა­საც არა­ვინ ჰყვე­ბა, არა­ვინ გა­და­ი­ღო და გა­მო­აქ­ვეყ­ნა. რა მოხ­და იქ – რო­დე­საც ერთ-ერთ მომ­ღე­რალს სცე­ნა­ზე ამო­უ­ტა­ნეს ნა­ცე­მი ადა­მი­ა­ნე­ბის პლა­კა­ტი და გა­დას­ცეს. რო­დე­საც მან სიმ­ღე­რა და­ას­რუ­ლა, მი­ვე­დი, გა­მო­ვარ­თვი, ჩა­ვი­ხუ­ტე გულ­ში, იმი­ტომ რომ იქ ბევ­რი ჩემი ნაც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნი იყო, კო­ლე­გა და ვთქვი ეს სი­ტყვე­ბი:

მე აქ ვდგა­ვარ ტკი­ვი­ლი­ა­ნი დედა, და, თქვე­ნი კო­ლე­გა, უბ­რა­ლოდ ადა­მი­ა­ნი, ქარ­თვე­ლი, რო­მელ­საც ყვე­ლა­ფე­რი მახ­სოვს და ამის შეხ­სე­ნე­ბა არ გვჭირ­დე­ბა არა­ვის, მაგ­რამ დღეს, აი, ამ ბავ­შვე­ბის წი­ნა­შე ვართ ჩვენ ვალ­დე­ბულ­ნი, რომ გა­მო­ვი­დეთ და ამ ბავ­შვებს ვა­ჩუ­ქოთ სა­ა­ხალ­წლო გან­წყო­ბა, იმი­ტომ, რომ მე არ მახ­სოვს ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში არ­ცერ­თი ეტა­პი, რო­დე­საც არ მი­ჭირ­და. რო­დე­საც ჩემი პა­ტა­რა შვი­ლი მთხოვ­და, დაღ­ლილს, საკ­ვებ­ზე და ფულ­ზე მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მო­ფიქ­რალს, რომ სა­ი­დან რა გა­და­მე­ხა­და და მე­ყი­და, ხან ვინ რას მა­ჩუ­ქებ­და, ბავ­შვი მე­უბ­ნე­ბო­და, მოდი, დე­დი­კო მე­თა­მა­შე, მე ვდგე­ბო­დი და ვე­თა­მა­შე­ბო­დი, მას­თან ერ­თად დავ­რბო­დი, ვმღე­რო­დი, ზღაპ­რებ­საც ვუყ­ვე­ბო­დი და ყვე­ლა­ფერს ვუ­კე­თებ­დი. მას მა­შინ არ აინ­ტე­რე­სებ­და მე ფული მქონ­და თუ არა.

ამი­ტომ, ჩემ­ზე ვე­რა­ვინ ვერ გა­ბე­დავს ვინც მე მიც­ნობს ვე­რა­ფერს, გა­ბე­დავს? – მერე უფრო დე­ტა­ლუ­რად მი­ი­ღებს ყვე­ლა­ფერ­ზე პა­სუხს. მე ჩა­ვი­ხუ­ტე ჩემი ძვირ­ფა­სი ბი­ჭე­ბი და მა­შინ ვთქვი იქ, რომ ყვე­ლა მიყ­ვარ­ხართ, ყვე­ლა ქარ­თვე­ლე­ბი ვართ და ახალ წელ­სა და შო­ბას ყვე­ლა შევ­ხვდეთ სა­კუ­თარ ოჯა­ხებ­ში ბედ­ნი­ე­რე­ბი, გა­ხა­რე­ბუ­ლე­ბი და ჯან­მრთე­ლე­ბი. ეს სამ­წუ­ხა­როდ არა­ვის გა­და­უ­ღია და არა­ვის უთ­ქვამს, ამი­ტომ მე მი­წევს დღეს ამა­ზე ლა­პა­რა­კი. მე მა­ა­მებ­ლად ფე­ის­ბუქ­ში არ დავ­წერ არა­ფერს, ვი­ღა­ცას უნდა ვა­ა­მო? – უი, მაკა, ყო­ჩაღ, შენ გმობ ძა­ლა­დო­ბას, რა კარ­გი გოგო ხარ. არა, მე საქ­მეს ვა­კე­თებ. მე საქ­მე გა­ვა­კე­თე, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ ეს არა­ვის არ უთ­ქვამს. იძუ­ლე­ბუ­ლი ვარ, რომ მე ვთქვა.

რაც შე­ე­ხე­ბა ლექ­სე­ბის კი­თხვას, ყო­ველ­თვის და ყველ­გან წა­ვი­კი­თხავ. არ­ცერთ არხს ტე­ლე­კომ­პა­ნია „იმე­დის“ გარ­და, ჩემ­თვის არ შე­მო­უ­თა­ვა­ზე­ბია ლექ­სე­ბის კი­თხვა. იგო­ეთ­ში პა­ტა­რა რომ ვი­ყა­ვი, ჩემი ერ­თა­დერ­თი გა­სარ­თო­ბი ლექ­სე­ბის კი­თხვა იყო. ოოო, ეს გიჟი მაკა ლექ­სებს კი­თხუ­ლობს ისევ, და­დი­ოდ­ნენ და ამ­ბობ­დნენ. ჰო, გიჟი ვარ, მა­ცა­ლეთ და ვკი­თხუ­ლობ ლექ­სებს. თუ რო­მე­ლი­მე ტე­ლე­კომ­პა­ნია შე­მომ­თა­ვა­ზებს, აუ­ცი­ლებ­ლად მო­ვალ და წა­ვი­კი­თხავ. და იმი­სათ­ვის, რომ მე დღეს კი­დევ ერთი შე­მო­სავ­ლის წყა­რო გა­მიჩ­ნდა და ლექ­სებს მა­კი­თხე­ბენ, სკო­ლებ­ში, ახალ­გაზ­რდულ ცენ­ტრებ­ში, მიწ­ვე­ვენ იმ ბავ­შვებ­თან შე­სახ­ვედ­რად ვი­საც ლექ­სი უყ­ვარს, ზუს­ტად ამის გამო, დიდი მად­ლო­ბა ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმედს“, რო­მელ­მაც ამის სა­შუ­ა­ლე­ბა მომ­ცა. იქ­ნე­ბო­დით სხვე­ბი, აუ­ცი­ლებ­ლად თქვენც გახ­სე­ნებ­დით. ამი­ტომ არა­ვის ნიშ­ნის მო­გე­ბით არ ვე­ლა­პა­რა­კე­ბი, ძა­ლი­ან გაბ­რა­ზე­ბუ­ლი ვარ იმა­ზე, რომ აი, ამის თქმა მო­მი­წია და მე მი­წევს სა­კუ­თა­რი თა­ვის დაც­ვა.