ახლა მიხვდით, თუ როგორი დროული იყო კანონის მიღება და რა აუცილებლობაა ქართული საზოგადოების დაცვა, ამ აღვირახსნილი პროპაგანდისგან

პარტია “ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმიანება, სადაც აღნიშნულია რომ ევროკავშირის ქვეყნებმა უნდა აღიარონ ერთი სქესის მოქალაქეების ქორწინებები, თუ ქორწინება ოფიციალურად გაფორმებულია.
დეპუტატის განმარტებით, არასრულწლოვანთა დაცვის კანონი დროულად იქნება მიღებული და უზრუნველყოფს საზოგადოების დაცვას აღვირახსნილი პროპაგანდისგან. “ახლა კი დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ ევრობიუროკრატიაზე – “და მათ ნამდვილად იცეკვეს”! არა და საიდან დაიწყო – თავისთვის არიან, რა პრობლემაა, სიყვარული სიყვარულია და სახლში ხომ არ გვივარდებიან?! ან როდის იყო ევრობიუროკრატია თავს გვახვევდა ერთსქესიანთა ქორწინებას?! ახლა მიხვდით, თუ როგორი დროული იყო კანონის მიღება და რა აუცილებლობაა ქართული საზოგადოების დაცვა, ამ აღვირახსნილი პროპაგანდისგან?!”-წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო მშვიდობაძე: საუბარი იმაზე, რომ ფორმა ინდივიდუალურობას უკარგავს ბავშვს, წმინდა წყლის დემაგოგიაა, რადგან ევროპის, ამერიკის და საქართველოს კერძო სკოლებში მოსწავლეები ფორმებით დადიან და რა გამოდის, ამ მოწონებულ ევროპასა და ამერიკაში ბავშვები ინდივიდუალობადაკარგულები არიან?!