,,ახლა მიდის ბრძოლა ფულისთვის” – რობერტ სტურუა აქციის მონაწილეებზე

მე მიმაჩნია, რომ უკვე ჩაიდინა დიდი შეცდომა ამ ოპოზიციამ. თუ არავინ უშლიდა ხელს მათ გამოსვლას, სტვენას, ყვირილს, პოლიციელებზე შეტევას, რატომ გვიშლიან უბრალო, ნორმალურ ადამიანებს? მინდა გავიხსენო ძველი ქართული გამონათქვამი – ქრისტიანი არა ხარ? ეს არ გულისხმობდა რელიგიას, ეს გულისხმობდა შემდეგს – ადამიანები არ ხართ? – ასე გამოეხმაურა რობერტ სტურუა პარლამენტთან გამართულ საპროტესტო აქციას.
„იმედი LIVE“-ის წამყვანის კითხვას „რისთვის მიდის ახლა ბრძოლა ქვეყანაში“, სტურუა ასე პასუხობს.
„ფულისთვის. ასე რომ უყვარდეთ ქართველებს ფული არ ყოფილა საუკუნეების განმავლობაში. მე-19 საუკუნეში ყველა პიესაში, ვისაც უყვარს ფული არ არის ქართველი. მეოცე საუკუნეში, რომ დაიწყო – ფულის გამო ყველაფერს ჩაიდენენ. უბრალოდ სირცხვილია. ჩემი ერის ასეთი წარმომადგენელი მეზიზღება“, – აღნიშნა სტურუამ.