ახლა მგონია, რომ საქართველო აუცილებლად მიიღებს კანდიდატის სტატუსს –

თბილისის მერი დარწმუნებულია, რომ საქართველოს კანდიდატი წევრის სტატუსი მიენიჭება.
“ქართული ოცნების” გენერალური მდივანი აქცენტს ორბანთან დაკავშირებითაც აკეთებს და აცხადებს, რომ ის საქართველოს გულმხურვალე მხარდამჭერია.
ამასთან, კალაძის თქმით, საქართველო მანამდეც იმსახურებდა კანდიდატი ქვეყნის სტატუსს.
“ორბანი არის ერთ-ერთი გულმხურვალე მხარდამჭერი ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის, ევროინტეგრაციის, ასე რომ საქართველო, რა თქმა უნდა, სტატუსს იმსახურებდა მანამდეც, როდესაც ეს უსამართლო გადაწყვეტილება იყო მიღებული საქართველოსთან მიმართებაში, მაგრამ ახლა მგონია, რომ საქართველო აუცილებლად მიიღებს კანდიდატის სტატუსს”, – განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში