,, ახლა მაინც ხომ ხვდება ზოგიერთი ვინ “გვეჯდა” მაგიდასთან ოპოზიციას ბურჯანაძის სახით” – თაკო ჩარკვიანი

ყოფილი პარლამენტარი, :
,,დიახ , ვიდრე მარგველაშვილი მოვიდოდა ( მოიყვანდნენ პრეზიდენტად ) კიდევ უფრო შავრაზმულმა რუსულმა ფრთამ (“ვაი ქართველების “ხელით)ივანიშვილს კანდიდატად ბურჯანაძე შესთავაზა. ივანიშვილი ვითომ დათანხმდა,სინამდვილეში კი არ მოინდომა , რატომ??? ახლავე მოგახსენებთ:
მინდა გაგახსენოთ ს ცნობილი გამოთქმა, “ მე პლასტელინივით ვარ სადაც გინდა იქ მიაკრავო”, უნდა აღვნიშნო რომ მარგველაშვილმა ფსიქოლოგიურად და დიპლომატიურად ეშმაკური და ელასტიური პასუხი გასცა, ხოლო ბურჯანაძის “ფურცევასეულმა” ამბიციამ გადასძლია და პირიქით ,ივანიშვილს უთხრეს : “შავრაზმელმა ქართველებმა”: აგერ ნინო ბურჯანაძე გამოგადგება პუტინთან თავისი არხები აქვსო, რაც სულაც არ აწყობდა ივანიშვილს
სპეცსამსახურებთან დაახლოებული ბურჯანაძე, რომელსაც გაცხადებული ჰქონდა უკვე ყოფილი ხელისუფლების დროს, ,აი მაშინ “26 მაისის აქციების პერიოდში”, რომ რუსის ჯარის შემოყვანას ცდილობდა და ამის ჩანაწერიც დაიდო ( დევს სოც ქსელშიც)სადაც ბურჯანაძე ამბობს რომ:” 500 კაციც რომ მოკვდეს არაფერია ,მერე მიშა რუსის ჯარს ელაპარაკოსო”. ასე რომ ივანიშვილისთვის რა თქმა უნდა ბევრად ცუდი იქნებიდა ბურჯანაძე ვიდრე მარგველაშვილი……
ივანიშვილს ასე “რბილად” ურჩევნია რუსეთისკენ თავისი საკუთარი “დამსახურებით” მიართვას ლანგარზე საქართველო მშვიდად , სახელმწიფო ისედაც უკვე აქვს -ჰყავს “ჯიბეში”, ამიტომ გავეშებული რუსის ჯარი არანაირად არ აწყობს , ისედაც რუსული ოლიგარქიული “წესებით” ,ისედაც ახლოს არის პუტინთან ( თან თამაშის მეტი შანსი აქვს სათავისოდ სამომავლოდ )ხოლო ბურჯანაძის დანიშვნის შემთხვევაში, არაფერში აწყობდა კიდევ ერთი “ამბიციური პაიკი “ პუტინის ოლიგარქიულ “საჭადრაკო” დაფაზე. ამ შემთხვევაში სათავისოდ სწორად გათვალა ივანიშვილმა !
ახლა მაინც ხომ ხვდება ზოგიერთი ვინ “გვეჯდა” მაგიდასთან ოპოზიციას ბურჯანაძის სახით ( მინდა შეგახსენოთ რომ ბოკერიას დიდი მცდელობა ჰქონდა ბურჯანაძის რეანიმაციისა)მაგრამ
ხალხმა არ და აღარ მიიღო ეს ლუსტრირებული “პუტინკა”.
უთუოდ ბრძენია ხალხი!
და ბოლოს: არასოდეს დაგვავიწყდეს ა რ ა ს ო დ ე ს!!!!
რომ ეს ბურჯანაძე ის არის რუსის ჯარი რომ შემოჰყავდა ( ნუ ფაქტია მცდელობა ჰქონდა) საქართველოში ! !!!!!“