“ახლა კი დროა დავწერო!” –

საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი, :
ახლა კი დროა დავწერო!
შემოდგომაა, ზამთარი ახლოვდება, თავისი რუდუნებით შექმნილი, აწყობილი და წარმატების ფორმულად ქცეული თეატრიდან ადამიანურობის და სოლიდარულობის გამო გაგდებული ჩემი დოი ზაფხულს გვთავაზობს სამეფო უბნის თეატრში, შექსპირის დანახულ ზაფხულს, იმ შექსპირის, რომლის მწვერავალებს მუსიკაც კი რთულად შეწვდა მთელი თავისი არსებობის განმავლობაში.
ხოდა მინდა გითხრათ, რომ საოცარი სპექტაკლი გამოვიდა, შედევრი, დათო დოიაშვილის ერთერთი მწვერვალი და ქართული თეატრის ეტაპი, ისტორიული და სათქმელის თვალსაზრისით უპრეცედენტო (ჯერ ციხიდან არ უთამაშია მსახიობს როლი მგონი არასდროს და არსად მსოფლიოში)…
ბედნიერი ვარ, რომ ჩემი გაორკესტრებული, შესრულებული თუ მოფიქრებული მუსიკა “ზაფხულის ღამის სიზმარს” ლეიტმოტივად გასდევს და თანამონაწილეობს ამ ჯადოსნური წარმოდგენის ქსოვილის სრულყოფილებაში!
ვულოცავ საქართველოს ეროვნული თეატრის ახალ და მნიშვნელოვან წარმატებას!