ახლა კიდევ უფრო მეტად დავაფასე ივანიშვილის და საერთოდ მთავრობის საქციელი – ჯონდი ბაღათურია

ზელენსკის საქციელი ნახეთ ალბათ ტრამპის კაბინეტში ხომ?
ახლა თუ წარმოგიდგინიათ რა ხდებოდა და როგორი ტონალობით ლაპარაკობდნენ “ომის პარტიის” ემისრები ჩვენი მთავრობის კაბინეტებში, განსაკუთრებით რა გაიარა ივანიშვილმა? – ასე ეხმიანება ჯონდი ბაღათურია, თეთრ სახლში, ზელენსკისა ნდა ტრამპის დაპირისპირებას, რომელიც მთელმა მსოფლიომ ნახა.
“კარგად დააკვირდით რა მოხდა:
კაცი ჩავიდა, უფრო ზუსტად გააგზავნეს ამერიკაში და ქვეყნის პრეზიდენტს საკუთარ კაბინეტში სკანდალი მოუწყო, ჟურნალისტების თანდასწრებით ღიად, აშკარად და უკიდურესად თავხედურად მოითხოვდა, “კაჩაობდა” ომში უნდა ჩაერთოო . . .
ზელენსკის ამ ვიზიტს, წინ უსწრებდა “ომის პარტიის” კიდევ ორი ემისარი, მაკრონი და სტარმერი, ორთავე ზუსტად ასე, თუმცა შედარებით დიპლომატიურ ტონალობაში, ითხოვდა იგივეს :
“ჩვენს ჯარს “სამშვიდობო ჯარს” დავარქმევთ და მშვიდობის სახელით დავეხმარებით უკრაინას, ანუ ომში ჩავერთვებითო, ოღონდ რუსები თუ თავს დაგვესხმებიან შენ უნდა დაგვეხმაროო” . . .
ეს არ არი ომში “დაპატიჟება” ?!
ჰოდა ამ თავხედურ “თხოვნას”, თუ “საომრად მიპატიჟებას”, ტრამპმა საკმაოდ გონებამახვილური სარკაზმით უპასუხა, გთავაზობთ ციტატას: “რუსები თავს თუ დაგესხმებიან დახმარება აღარ დაგჭირდებათო” . . .
ასეთმა დამცინავმა პასუხმა გასაგები გახადა რომ ტრამპი თავისი ნებით ომში არ ჩაერთვებოდა, ამიტომ ასპარეზზე გამოიყვანეს “ყველაფრისმქნელი” ზელენსკი და ისტორიაში არავის რომ არ “უქნია” ისეთი რამე “აქნევინეს” . . .
აი, ასე ღიად და აშკარად ცდილობენ დიდი ომის გაჩაღებას და ასე ცდილობდნენ ჩვენთანაც . . .
დიდება და მადლობა უფალს რომ აგვარიდა ომს და ერთად ვთხოვოთ რომ მშვიდობა მოგვცეს
P.S. ახლა კიდევ უფრო მეტად დავაფასე ივანიშვილის და საერთოდ მთავრობის საქციელი ღმერთო დალოცე და აკურთხე, გააძლიერე და გადაარჩინე თავის ოჯახთან ერთად, ყველა ვინც ღმერთს, სამშობლოს და ხალხს არ უღალატა”- წერს ჯონდი ბაღათურია.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში