ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურის შეხვედრაში მადრიდის “რეალი” საკუთარ მოედანზე “მილანთან” 1:3 დამარცხდა. ეს “სამეფო კლუბისთვის” ზედიზედ მეორე მარცხი იყო და მატჩის შემდეგ ჟურნალისტებმა გუნდის აღმასრულებელ დირექტორ ემილიო ბუტრაგენიოს ზამთრის შესაძლო ტრანსფერებზე ჰკითხეს.
“ვენდობით ჩვენს ფეხბურთელებს, ევროპის სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა და ლა ლიგა ახლახანს მოვიგეთ.
ახლა არ ვართ კარგ მომენტში, ეს უნდა ვაღიაროთ, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ერთიანობა და ბალანსი, რომელიც ჩემპიონ გუნდს სჭირდება.
უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე. როდესაც სიტუაცია არ არის იდეალური, ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანი”, – ციტირებს ბუტრაგენიოს Sportskeeda.