ილონ მასკმა ღაზის სექროტში ისრაელის ღაზის სექტორის დაბომბვის შედეგად გამოწვეული მასშტაბების სანახვად მიწვევა უარყო. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
„ახლა იქ ცოტა სახიფათოა, მაგრამ მე მჯერა, რომ გრძელვადიანი აყვავებული ღაზა კარგია ყველა მხარისთვის“, – დაწერა მასკმა სოციალურ მედია პლატფორმა X-ზე.
მოწვევა, მილიარდერს, ჰამასის მაღალჩინოსანმა ოსამა ჰამდანმა სამშაბათს გაუგზავნა.
„ჩვენ ვიწვევთ მას ეწვიოს ღაზას, რათა ნახოს ღაზის ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები, ობიექტურობისა და სანდოობის სტანდარტების შესაბამისად. 50 დღის განმავლობაში ისრაელმა 40 000 ტონაზე მეტი ასაფეთქებელი ნივთიერება ჩამოაგდო ღაზის დაუცველი მოსახლეობის სახლებზე“, – თქვა ჰამდანმა ბეირუთში გამართულ პრესკონფერენციაზე.
შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ ილონ მასკი ისრაელში იმყოფებოდა და ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ერთად კიბუცი მოინახულა.
იხილეთ, ასევე:
· ილონ მასკი ისრაელში ჩავიდა და ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა