„ახლა იმის დრო არ არის, რომ უკრაინის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა შევასუსტოთ“ – ჯოზეფ ბორელი

ევროკავშირის ქვეყნებმა ს დახმარება უნდა გაზარდონ. ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
„ახლა არ არის დრო, რომ შევასუსტოთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. პირიქით, ახლა არის მისი გაზრდის დრო“, – განუცხადა ბორელმა ჟურნალისტებს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ.
ზე საუბრისას მან დასძინა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვედრაზე განიხილავენ „ევროკავშირის უსაფრთხოების ვალდებულებებს“. ბორელმა აღნიშნა, რომ შედეგები 14-15 დეკემბერს ევროკავშირის სამიტზე იქნება წარმოდგენილი.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ევროკავშირის წევრებს შორის უთანხმოების ფონზე მიმდინარეობს. ქვეყნები უკრაინისთვის ოთხი წლის განმავლობაში 20 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარების გამოყოფასთან დაკავშირებით მსჯელობენ. ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ასევე ჯერ არ დაუმტკიცებიათ ევროპის მშვიდობის ფონდის მეშვეობით კიევისთვის დახმარების მერვე ტრანში 500 მილიონი ევროს ოდენობით.