ახლა ეს ნამდვილად თანასწორი პარტნიორობაა – ზელენსკი

ეს თანასწორუფლებიანი შეთანხმებაა, რომელიც უკრაინაში ინვესტიციების შესაძლებლობას ქმნის,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
მისი თქმით, შეთანხმება ხელმოწერილია და უკრაინის უმაღლეს რადაში რატიფიცირებისთვის გადაიგზავნება.
“ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ შეთანხმებასთან დაკავშირებით არავითარი შეყოვნებები არ იყოს”, – განაცხადა ზელენსკიმ.
მან აღნიშნა, რომ უკრაინის წარმომადგენლებმა კარგად იმუშავეს და მომზადების პროცესში შეთანხმება მნიშვნელოვნად შეიცვალა.
ახლა ეს ნამდვილად თანასწორუფლებიანი შეთანხმებაა, რომელიც ქმნის უკრაინაში ინვესტიციების შესაძლებლობას – საკმაოდ წონიანს – ამის გარდა, უკრაინაში წარმოებების მნიშვნელოვანი მოდერნიზაციის [შესაძლებლობას] და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ჩვენს სახელმწიფოში იურიდიული პრაქტიკების მოდერნიზაციის [შესაძლებლობას]”, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ შეთანხმებაში არ არის დავალიანება და იქნება აღდგენის ფონდი, რომელიც უკრაინაში ინვესტირებას მოახდენს.

ასევე დაგაინტერესებთ

სუს-ი – მთავრობის ადმინისტრაციიდან შემოვიდა ინფორმაცია, რომ მათ ვებგვერდზე განხორციელდა სავარაუდო კიბერთავდასხმა და მანიპულაციები – გამოძიება საბოტაჟის და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტებზე დაიწყო

პაატა ზაქარეიშვილი – „ქართული ოცნება“ ხალხით მოვაჭრე კომპანია გახდა – როცა აშშ-ი საქართველოსთვის მოიცლის, ციხეში ბევრი ადამიანი უნდა ჰყავდეთ, რათა თქვან: – ჩვენ მათ ციხიდან გავუშვებთ და იქნებ ხელი ჩამოგვართვა