“ახლა ეგ “მომაკვდავი” შეთანხმებულ ქარტიას შლის, რომ პრემიერობა არავის დაუთმოს” – ჩერგოლეიშვილი

2 წელი პოლიტიკური სპექტრი საზოგადოებას ატყუებდა რომ სააკაშვილი მოწამლეს და კვდება.
ორი წლის განმავლობაში, ყველა ეთერიდან, ჟურნალისტები და პოლიტიკოსები, ერთ ხმაში გვაბრალებდნენ, რომ “სააკაშვილს ვკლავთ”. ახლა ეგ “მომაკვდავი” საქართველოს ევროპულ მომავალს უქმნის საფრთხეს, შეთანხმებულ ქარტიას შლის რომ მომავალი პრემიერობა არავის დაუთმოს – “ხალხი გადაწყვეტს” – “მე ვიქნები” – ს ევფემიზმია. დათვი არ მოუკლავს და ტყავს ხარბდება – ეროვნულ ამოცანას აზიანებს და მისი ხელიდან მარცხისთვის გვწირავს. თუ თვითონ არ იქნება, ქვა ქვაზე ნუ დარჩება. არცერთ ოპო ტელეჟურნალისტს კითხვა არ დაუსვამს ნაცმოძრაობისთვის და გვარამიასთვის, რატომ აწყობდნენ ამ სამარცხვინო ცირკს და რატომ ატყუებდნენ, შეურაცხყოფდნენ და ადანაშაულებდნენ ქართულ საზოგადოებას ამ მანიპულატორი ნარცისის გამო. და აი ამ დუმილის ფონზე, ეს ანტიჟურნალისტები, იაგოსთან და გახარიასთან უნიჭო ძიძგილაობას ასაღებენ ჟურნალისტიკად და ბაბლში საღდება ეს ალიექსპრესის ტავარი.
თავისუფლების დაცვა ღირსეულ ხალხს შეუძლია.

ასევე დაგაინტერესებთ

ბადრი ჯაფარიძე – პაველ ჰერჩინსკის განცხადება ადასტურებს, რომ „ქართული ოცნება“ არის სრულიად ანტიდასავლური ძალა, სადაც მისი ლიდერები ერთმანეთს ეჯიბრებიან ევროპელი ლიდერების ლანძღვაში, ევროკავშირის ღირებულებების ფეხქვეშ გათელვაში