ახლა დროა ქარაგმებისა და მინიშნებების გარეშე, ღიად დაგმოთ რუსული კანონი – რომან გოცირიძე ბანკებს მიმართავს

„ლამაზი საოცდაექვსმაისო ვიდეოკლიპები კარგია. ახლა დროა ქარაგმებისა და მინიშნებების გარეშე აღიმაღლოთ ხმა იმ უმსგავსობების წინააღმდეგ, რასაც ხელისუფლება სჩადის და ღიად დაგმოთ რუსული კანონი“, – ამის შესახებ პარლამენტის წევრი, წერს. მისი თქმით, სანქცირებულთა სიაში შესაძლოა ბანკების მმართველ ორგანოებში შემავალი პირებიც აღმოჩნდებიან.
„ქართულ ბანკებში უცხოეთის მოქალაქეთა დეპოზიტებმა 3 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც დაახლოებით 8 მილიარდი ლარის ტოლია. ეს ფიზიკური პირების დეპოზიტების მთლიანი მოცულობის 28,4 პროცენტია. (ფიზიკური პირები ქართულ ბანკებში სულ 27.6 მილიარდ ლარს ინახავენ).
აგენტების კანონის ამოქმედების შემდეგ ხელისუფლების (შესაძლოა, ბიზნესის) წარმომადგენლების დასანქცირების შემდეგ ვინ ანდობს ფულს საქართველოს საბანკო სისტემას? დანაზოგების (კაპიტალის) გადინებას თუ რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს, ვისთვის, თუ არა ბანკებისათვის, არის ყველაზე კარგად ცნობილი.
ლამაზი საოცდაექვსმაისო ვიდეოკლიპები კარგია. ახლა დროა ქარაგმებისა და მინიშნებების გარეშე აღიმაღლოთ ხმა იმ უმსგავსობების წინააღმდეგ, რასაც ხელისუფლება სჩადის და ღიად დაგმოთ რუსული კანონი.
რატომ არ ისმის საბანკო ასოციაციის ხმა? რისთვის გჭირდებათ ისეთი ორგანიზაცია (არასამთავრობო სტატუსით), რომელიც არც ბანკების, არც მისი კლიენტებისა და არც საკუთარი ინტერესების დაცვას ვერ ბედავს?
ის ბიზნესმენები, რომლებმაც რუსულ კანონს ღიად დაუჭირეს მხარი, ვერ გადაირჩენენ თავს დასავლური სანქციებისაგან. სამწუხარო იქნება, თუ მათ სიაში ბანკების მმართველ ორგანოებში შემავალი პირებიც აღმოჩნდებიან. მსგავსი რეპუტაციული ზიანი ყველაზე გავრცელდება.
კმარა დუმილი. ამოიღეთ ხმა!“, – წერს გოცირიძე.