,,220 ათასი მოქალაქის ხმა აიღო ამისმა პარტიამ.
ამ ხალხის 5 პროცენტიც კი ვერ შთააგონა და დაარწმუნა ჯაფარიძემ, რომ არჩევნები გაყალბდა და პროტესტი საჭიროა.
ახლა ამ ხალხს თავს ესხმის – გამბედავები არ ხართო, ჩმოები ხართო …
იგივე კაცი ამტკიცებს, რომ ოპოზიცია რომ ერთმანეთს აკრიტიკებს, “ხალხს იუცხოვებს” და ამიტომ მისი ხელიდან პარტიებს შორის თავისუფალი კონკურენციის და თავისუფალი მედიის სიკვდილს მწვანე აუნთო!
არ ვარგა კრიტიკაო!
შედეგად, პოლიტიკური სპექტრი სრულიად გამოჩლუნგდა.
ოღონდ პოლიტიკური გვამების კრიტიკა არ ვარგა, თორემ ხალხის ლანძღვა მოსულა!
გინდათ გითხრათ დრაივი რას მოაქვს სინამდვილეში?
დრაივი მოაქვს ამაღელვებელ პოლიტიკურ შინაარსს!
დრაივი მოაქვს თავისუფალ კონკურენციას!
დრაივი მოაქვს ინტელექტს!
დრაივი მოაქვს გემოვნებას!
დრაივი მოაქვს მორალურ უპირატესობას!
ამ ყველაფრის სიკვდილს აუნთო ზურა ჯაფარიძემ მწვანე შუქი და ოლიგარქიას დაურასკლადდა.
ახლა ხალხს აჯვამს – თქვე გაუბედავებოო.
რატომ გიკვირთ რომ ამ ყალბ ლუზერებს მე პატივს არ ვცემ?
ვინც სცემთ, თქვენ როგორ სცემთ?”