“ახლავე ჩამოგითვლით ჩვენი ჟურნალისტებისთვის წართმეულ ნივთებს – ღირებულება 20 000-ს აღემატება” – წართმეული ნივთების სია

პუბლიკის” დირექტორი და თანადამფუძნებელი, ზურა ვარდიაშვილი, აქვეყნებს სიას, სადაც ჩანს თუ რა ნივთები წაართვეს ბოლო დროს რუსთაველზე მიმდინარე აქციებზე მყოფ ჟურნალისტებს.

“შსს-ს განცხადება გაუვრცელებია, პირადი ნივთების წართმევაზე ინფორმაცია ტყუილია, და პოლიციის დისკრედიტაციააო.

ეს ის შემთხვევაა, როდესაც არავითარი სხვა წყარო არ გვჭირდება ინფორმაციის გადასამოწმებლად, ახლავე ჩამოგითვლით აქციის განმავლობაში ჩვენი ჟურნალისტებისთვის წართმეულ ნივთებს, რომელიც ცხადია არავის დაუბრუნებია.

მთლიანობაში ამ ნივთების ღირებულება 20 000-ს აღემატება.

აქვე დავამატებ, რომ კიდევ ორი ტელეფონი წაგვართვეს აქციების დროს, მაგრამ ჩვენმა ჟურნალისტებმა უკანვე გამოგლიჯეს ხელიდან “სამართალდამცველებს.”- ზურა ვარდიაშვილი.

ნახეთ დეტალურად:

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა