საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი ალექსი ახვლედიანი ადასტურებს, რომ თორნიკე რიჟვაძე გერმანიაში გაემგზავრა, თუმცა ამბობს, რომ ის თვალზე ოპერაციის გასაკეთებლად არის წასული და საცხოვრებლად არ გადასულა.
რაც შეეხება თავშესაფრის მიღებას, TV პირველთან საუბრისას ის ამბობს, რომ “[თავშესაფართან დაკავშირებით] მსგავსი არაფერი სმენია”.
“თვალის ერთი ოპერაცია ხომ გაიკეთა, მეორე ოპერაციასთან დაკავშირებით წავიდნენ გერმანიაში, საცხოვრებლად არავინ გადასულა. თვალის პრობლემაა ისევ და ამიტომ წავიდნენ სხვა კლინიკაში, გერმანიაში. მხედველობა არ დაუკარგავს, მაგრამ პრობლემები აქვს, პირველი ოპერაციის შემდეგ კვლავ ჩაუდგა სითხე და ესაჭიროება დამატებითი მკურნალობა. პირველი ოპერაციის შემდეგ დარწმუნებულები ვიყავით, რომ კარგად ჩაივლიდა, აღარ ჩაუდგებოდა სითხე, სამწუხაროდ, მაინც ჩაუდგა და დამატებითი მკურნალობისთვის გადავიდა გერმანიაში”, – ამბობს ის.
ჟურნალისტის კითხვას, აპირებს თუ არა თორნიკე რიჟვაძე ქვეყანაში დაბრუნებას და ჩვენების მიცემას, ის ასე პასუხობს:




