ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ახლა არჩევანი დგას არა იმას შორის ვინ რომელ ოპოზიციურ გაერთიანებას შევუერთდებით ან არ შევუერთდებით, არამედ გადარჩება თუ არა საქართველო, როგორც სახელმწიფო, ეს არის ჩემთვის ყველაზე არსებითი თემა.
ამისთვის ვხედავ მე ორ ამოცანას, პირველი არის უახლოესი ერთიანი, მტკიცე, ოპოზიციური ფრონტი და ამ ფრონტში ვგულისხმობ თუნდაც გაერთიანებებს, მაგრამ ფრონტი უნდა იყოს ერთიანი, ერთიანი ხედვით, მიზნებით. მეორე ამოცანა მას შემდეგ, რაც ოქომბერში დასრულდება ივანიშვილის პოლიციური რეჟიმი, ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევძლოთ ის, რომ ჩვენ საზოგადოებას, მრავალგზის იმედგაცრუებულს, ამჯერად იმედი არ გავუცრუოთ და როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება, რომ ჩვენ თავად ვინც ვართ ახლა პროცესში ჩართული და ვიქნებით მომავალში მოვიქცეთ კეთილსინდისიერად, კეთილსინდისიერება არის ჩემთვის ამოსავალი და არ მაინტერესებს არაფერი სხვა, ვინ რას ფიქრობს, ვინ გაკრიტიკებს… მითხრეს რა თქვა ბატონმა მდინარაძემ, უნდა გითხრათ რომ სასაცილოდ არ მყოფნის, მადლობელი ვარ ბატონი მდინარაძის, რომ მისი ინტერესის თუ დაკვირვების ობიექტი გავხდი.
ჩემი და ნაციონალური მოძრაობის დასაწყისის ამბავი ახსოვს მიხეილ სააკაშვილს, მდინარაძემ შეიძლება არ იცის, მე ის არ მიცნობს, მაგრამ იქ ვიღაცები ჯერ კიდევ არიან, რომ მიცნობენ და იციან, რომ შემიძლია ვთქვა არა მაშინ, როცა ყველა ამბობს კის, ასე მითქვამს ივანიშვილისთვის, ასე მითქვამს თავის დროზე მიხეილ სააკაშვილისთვის და სხვებისთვისაც, მე ამის პრობლემა არა მაქვს, როცა მკარნახობს სინდისის ხმა… უნდა გითხრათ, რომ ბატონი მდინარაძე არ მაინტერესებს, მე მას ვუსურვებ იმას, რომ ოპოზიციაში რომ გადავლენ არ გაქრნენ და ვთქვი ცოტახნის წინ, რომ თუ არ გაქრებიან და ცოტახანს იარსებებენ და ნაციონალურმა მოძრაობამ და სხვა მაშინდელმა ხელისუფლებაში მყოფმა ჯგუფებმა რაც შეძლეს, იმის მეათედ სინანულს თუ გამოხატავენ საკუთარი შეცდომების მიმართ, აი საჯაროდ ვდებ პირობას, რომ მივალ და სოლიდარობას გამოვუცხადებ მათ, მაგრამ ვერ შეძლებენ მაგას, პრობლემაც ეგ არის, რომ ვერ შეძლებენ.
თქვა პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა, არმაზ ახვლედიანმა ტვ პირველის ეთერში.
ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ არმაზ ახვედიანის ენმ-ს პოლიტიკურ პლატფორმასთან შეერთებას ამორალური უწოდა: “რაღაცა ძალიან დიდი ბოროტება დგას ამ ყველაფრის უკან, რომ ქართული ოცნების რიგებში მყოფი კი არა, ერთ-ერთი ხელმძღვანელი ნაცმოძრაობის სიაში ხვდება, ეს ჩემთვის წარმოუდგენელია, ამორალურიც კი აღარ ჰქვია, იმის იქით არის”. – თქვა მდინარაძემ.