ახდენილი ოცნება და ოჯახური კადრები პრაღიდან: როგორი იყო გვანცა დარასელიას ახალი წელი – Marao

“გულით ვისურვებ ბედნიერებას თქვენს ოჯახებს და თავისუფლებას ჩვენს ქვეყანას! 2025 ყოფილიყოს გამარჯვებების და წინსვლის წელი”, – წერს გვანცა დარასელია და ოჯახურ კადრებს ჩეხეთიდან, პრაღიდან აქვეყნებს.
გვანცა დარასელია 1989 წლის პირველ სექტემბერს დაიბადა. არის ქართველი მსახიობი, მოდელი და ტელეწამყვანი. 2008 წელს წარადგინა საქართველო “მის სამყაროზე”. 2008 წლიდან მუშაობდა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ში. ჰყავს მეუღლე, ბიზნესმენი ვახო მჭედლიძე და ორი შვილი, ერეკლე და ლილე.
გვანცა დარასელია უკვე არაერთი წელია, ქართული ტელესივრცის ერთ-ერთი გამორჩეული სახეა. ის მაყურებელმა 2008 წელს გაიცნო და შეიყვარა, როცა ახალგაზრდა ტელეწამყვანი ეკრანზე პირველად გამოჩნდა.
გვანცა დარასელია ტელეწამყვანის ამპლუას 15 წლის მანძილზე ირგებდა, თუმცა ცოტა ხნის წინ მშობლიური არხიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო: “ჩემო ძვირფასებო! მახარებს თქვენი უამრავი გზავნილი იმის შესახებ, რომ გენატრებით ეკრანზე. მე არ წავსულვარ პროფესიიდან- მიყვარს ის და არასდროს გავცვლი სხვა რამეზე. დროებითი პაუზა მაქვს, რომელიც ავიღე ჩემი ნებით და კმაყოფილი ვარ ჩემი გადაწყვეტილებით. მალე, აუცილებლად დავბრუნდები”, – ამბობდა გვანცა და დანაპირები მართლაც შეასრულა – მის ცხოვრებაში ახლა არაერთი სიახლეა.
“ბედნიერების ახალი ადგილი” – დაწერა გვანცამ და გულშემატკივრებს ამცნო, რომ ის ახლა რადიოს წამყვანის ამპლუაში შეუძლიათ იხილონ. გვანცა “ქალების რადიოს” სახეა და საკუთარ რუბრიკას უძღვება.
გარდა ამისა, გვანცა ჟურნალ “სარკესთან” საუბრისას მისი ოჯახის კიდევ ერთი წარმატების შესახებ საუბრობდა: “ჩემ­მა ოჯახ­მა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რამ შეძ­ლო და პრა­ღა­ში ქარ­თუ­ლი რეს­ტო­რა­ნი გახ­სნა. ძა­ლი­ან დიდი შრო­მა და რე­სურ­სი ჩა­ი­დო ამ საქ­მე­ში. ჩვენ­მა მონ­დო­მე­ბამ გა­ა­მარ­თლა და ეს ძა­ლი­ან გვა­ხა­რებს. ამ საქ­მით ჩემ­მა მე­უღ­ლემ აიხ­დი­ნა თა­ვი­სი დიდი ოც­ნე­ბა. ჩვენ ორი­ვე ვი­თარ­დე­ბით ცალ-ცალ­კეც და ერ­თა­დაც. ძა­ლი­ან გულ­წრფე­ლად რომ გი­თხრათ, ჩვენ ერ­თმა­ნე­თის ძა­ლი­ან დიდი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი ვართ. გვაქვს ერ­თობ­ლი­ვი მიზ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც გვინ­და გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლოთ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩვენ ჩვე­ნი საქ­მის გამო გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი ცალ-ცალ­კე გვი­წევს ყოფ­ნა”, – ამბობდა გვანცა დარასელია.