ახალ კალედონიაში არეულობის გამო მაკრონმა საგანგებო სხდომა გამართა

საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორია ახალ კალედონიაში არეულობის გამო პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა მოიწვია საგანგებო სხდომა და გადადო თავისი ვიზიტი ნორმანდიაში.
ახალ კალედონიაში, რომელიც საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორია – განსაკუთრებული სტატუსის მქონე- ადმინისტრაციულ-ტერიტორიული წარმონაქმნია, სამი დღეა ძალადობრივი საპროტესტო გამოსვლები იმართება. ადგილობრივი უწყებების თანახმად, დედაქალაქ ნუმეაში ღამით სამი პირი მოკლეს. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ჟერალდ დარმანენის თქმით, ბევრია დაჭრილი, მათ შორის პოლიციელები. ამავე ცნობით, არაერთი პირი დააკავეს, ათეულობით შენობას, მანქანას და მაღაზიას ცეცხლი წაუკიდეს.
რეგიონის მთავარი აეროპორტი, სკოლები და სახელმწიფო უწყებები დაკეტილია.
არეულობა მოჰყვა საფრანგეთის მთავრობის მიერ გამოცხადებულ გეგმას, ცვლილებები შეიტანოს კონსტიტუციაში, რის შემდეგაც ათასობით ფრანგს, რომლებიც ახალ კალედონიაში ცხოვრობენ ათ წელიწადზე მეტ ხანს, მიენიჭებათ ხმის უფლებას.
ახალი კალედონიის მოსახლეობამ გასულ წლებში სამჯერ მოაწყო რეფერენდუმი და გადაწყვიტა საფრანგეთთან დარჩეს.
დამოუკიდებლობის მომხრე ძალები ამ შედეგებს არ აღიარებენ.
კუნძული, რომელიც 1774 წელს ჯეიმ კუკმა აღმოაჩინა, 1853 წელს გამოაცხადა საფრანგეთმა თავის კოლონიად. მოსახლეობის უმრავლესობას წარმოადგენენ მელანეზიელები, იგივე კანაკები და ფრანგები.

ასევე დაგაინტერესებთ