,,ახალ არჩევნებამდე ვცნობთ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს ქვეყნის ერთადერთ კანონიერ პრეზიდენტად“ – შალვა ნათელაშვილი

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი:
,,რაც შეეხება დღევანდელ საპრეზიდენტო ვაკხანალიას,მიუხედავად იმისა,რომ ქალბატონი ზურაბიშვილი, თავის დროზე პრეზიდენტად განაწესა ივანიშვილმა,მოსკოვის დავალებითაც მათ შორის,იმის მიუხედავად,რომ უამრავი კითხვები გვაქვს ამ პერსონასთან, რაც ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში, ადამიანთა უფლებების ხელყოფიდან დაწყებული,დავით გარეჯის დაკარგვით გაგრძელებული და ოლიგარქიული დიქტატურის დამყარებით დაგვირგვინებული,ასევე იმის მიუხედავად,რომ ჩვენს აწყობილ საქმეებს, ივანიშვილის დროულად დასანქცირებაზე უცხოეთში, სწორედ ზურაბიშვილი შლიდა და შარლ მიშელის ტრაქტატი თუ წინა პარლამენტში ოპოზიციის შეყრა მისი დამსახურებაცაა,აგრეთვე მიუხედავად იმისა,რომ ახლანდელი არჩევნების წინ,მასთან გამოჩეკილ ოთხ ძირითადად ცრუ ოპო–პარტიასთან ერთად, ხელისუფლებასთან შეთანხმებით,ორგანიზება გაუწია ლეიბორისტული პარტიისათვის ხმების მასობრივად გაყალბებას, ჩვენს სატელევიზიო ბლოკირებას ტვ პირველზე,მთავარ არხზე და ფორმულაზე, რაც დღემდე გრძელდება,აი ყველაფერ ამის მიუხედავად,ახალ არჩევნებამდე,რაც მალე იქნება, ვცნობთ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს ქვეყნის ერთადერთ კანონიერ პრეზიდენტად და მადლობას ვუხდით ყველა დემოკრატიულ,მეგობარ ქვეყანას ვინც იზიარებს იგივე პოზიციებს. ახალი არჩევნების შემდეგ სასწრაფოდ შესაცვლელი იქნება კონსტიტუცია,რათა პრეზიდენტი აირჩიოს ხალხმა და მხოლოდ ხალხმა. მადლობა ღმერთს,რომ სალომე ზურაბიშვილის პირად–ოჯახური ინტერესები ახლა მაინც დაემთხვა ქვეყნის ინტერესებს.”

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)