სამცხე-ჯავახეთის ყველა მართლმადიდებლური ტაძარი დღეს საზეიმოდაა მორთული – მართლმადიდებლები მაცხოვრის შობას ზეიმობენ.
ახალციხის შალვა ახალციხელის სახელობის საკათედრო ტაძარში გამართულ საშობაო ლიტურგიას ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე) უძღვებოდა.
საზეიმო მსახურებას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს კოორდინატორი სამცხე-ჯავახეთში ელვარდ ზაზაძე ესწრებოდა.




