ახალციხეში, “სმარტის” სუპერმარკეტში აფეთქება მოხდა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, აფეთქება შენობის მეორე სართულზე მოხდა. უწყებაში აცხადებენ, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე სამართალდამცველები და სახანძო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ. ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.
ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია აფეთქება.
დამატებით დეტალებს “ინტერპრესნიუსი” შსს-ში არკვევს.
