ახალქალაქში სიმაღლიდან გადმოვარდა ქალი, რომელიც ცეცხლმოკიდებული სახლიდან გამოსვლას აივნიდან ცდილობდა – ის ადგილზე გარდაიცვალა | ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა Jnews.ge ავრცელებს და წერს, რომ ცეცხლი ე.წ. სამხედრო ქალაქში, ერთ-ერთი კორპუსის მე-4 სართულზე მდებარე ბინაში გაჩნდა. როგორც გამოცემას ადგილობრივები უყვებიან, შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია ქალი, ახალგაზრდა კაცი კი, რომლის გამოყვანაც მეხანძრეებმა შეძლეს, თბილისის ერთ-ერთ კლინიკაშია გადაყვანილი. ადგილობრივების ცნობით, ქალი ხანძრისგან თავის დასაღწევად მეოთხე სართულის აივნიდან გადმოსვლას ცდილობდა, რა დროსაც გადმოვარდა და მიღებული დაზიანებებისგან დაიღუპა




