ახალქალაქის საკრებულოს წევრები „ნაციონალური მოძრაობიდან“ ლევან ხაბეიშვილს გადადგომისკენ მოუწოდებენ

ახალქალაქის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და მოითხოვენ, მათივე პარტიის თავმჯდომარე, პოსტიდან გადადგეს, რადგან, მათი სიტყვებით, ახალი მენეჯმენტის და პირადად ხაბეიშვილის მცდარმა მიდგომებმა გამოიწვია პარტიის არნახული დასუსტება და ერთგული მომხრეების გარიყვა მოძრაობიდან.
„ჩვენ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სიით გასულ, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს და ორგანიზაციის წარმომადგენლებს პარტიის ახალ მენეჯმენტთან შეგვექმნა გადაულახავი პრობლემები, რაც უკავშირდება პოლიტსაბჭოს დაშლის უკანონო გადაწყვეტილებასა და რაიონულ ორგანიზაციებში ფიქტიური ს ჩატარებას“, – წერია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები: შირვან შირინიანი, არმენ ჰუნანიანი, მელიქ რაისიანი, ანდრანიკ მამულიანი, ვართან ჩოკანდარიანი, არტურ მკოიანი, არმენ ჰაკობიანი, მიშა ჰაკობიანი.
მათი თქმით, მხოლოდ პარტიის მოქმედი თავმჯდომარის გადადგომის შემდეგ გახდება შესაძლებელი დისკუსია ერთობაზე და „პარტიის მებრძოლი წევრების რეინტეგრაცია“.
ლევან ხაბეიშვილს გადადგომისკენ მოუწოდებენ ასევე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის წევრები ზუგდიდის, ხობის, ჭიათურის, მცხეთის, ქუთაისის, ს, ამბროლაურის, ცაგერის, ახალციხის, კასპის, ხობის საკრებულოებში. პარტიის წევრმა თინა ბოკუჩავამ ამ მოთხოვნის პასუხად თქვა, რომ თავმჯდომარის არჩევნები წელიწადში რამდენჯერმე ვერ გაიმართება.
ლევან ხაბეიშვილით უკმაყოფილოები მიიჩნევენ, რომ პარტიაში უნდა მოხდეს სრული გადატვირთვა და ენმ გადავიდეს საგანგებო რეჟიმზე. ისინი, ძირითადად, პარტიის ყოფილი თავმჯდომარის, ს მხარდამჭერები არიან.
თავმჯდომარის არჩევნების ჩატარების მოთხოვნის ფონზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა პარტიის პოლიტიკური საბჭო გააფართოვა და მას 20 ახალი წევრი დაემატა.
ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, კარი ღია რჩება „ნაციონალური მოძრაობის“ წინა მოწვევის პოლიტსაბჭოს ყველა წევრისთვის. მისი თქმით, ამისთვის საჭიროა, ისინი შეუერთდნენ „ერთობის მანიფესტს“. ხაბეიშვილმა აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, მომავალ ყრილობამდე პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა გაფართოვდება.
მანამდე, 27 ნოემბერს, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ მისი წინამორბედი ნიკა მელია აღარ არის პარტიის წევრი.
ნიკა მელიას თანაგუნდელებმა „სამარცხვინო“ საქციელი და „არაკაცობა“ უწოდეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, რომელიც მან „ფორმულის“ ღამის ეთერში გააკეთა. კერძოდ, ხაბეიშვილმა „ფორმულას“ უთხრა, რომ მისი წინამორბედი “არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და ვერ ილაპარაკებს „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით”.
ნიკა მელია ღიად ლაპარაკობდა არაფორმალურ მმართველობაზე „ნაციონალურ მოძრაობაში“, თუმცა, ამის მიუხედავად, პარტიის დატოვების გადაწყვეტილებას არ იღებდა.