ახალმა კრიპტოპლატფორმა WLF–მ, რომელშიც მნიშვნელოვან წილს ფლობს, ტოკენების სტრატეგიული რეზერვის შექმნა გამოაცხადა

ახალმა კრიპტოპლატფორმა World Liberty Financial-მა (WLF), რომელშიც -ის პრეზიდენტი, მნიშვნელოვან წილს ფლობს, ტოკენების სტრატეგიული რეზერვის შექმნა გამოაცხადა.
ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
რეზერვი ბიტკოინის, ეთერიუმისა და „გლობალური ფინანსების რეფორმირების წინა პლანზე“ მყოფი სხვა კრიპტოვალუტების მხარდასაჭერად იქმნება.
World Liberty Financial -ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი თვით ადრე ჩაეშვა. ტრამპი და მისი აფილირებული პირები ჰოლდინგის აქციათა 60%-ს ფლობენ და შემოსავლის 75%-ზე, ასევე, 22,5 მლრდ ტოკენზე აქვთ უფლება.
ახალი რეზერვი WLF-ს საშუალებას მისცემს, ბაზრის ცვალებადობა შეამციროს, ინვესტიციები განახორციელოს დეცენტრალიზებული ფინანსების სფეროს ინოვაციურ პროექტებში და კარგად კაპიტალიზებული რეზერვი შექმნას. კომპანიამ, ასევე, განაცხადა, რომ ფინანსურ ინსტიტუტებთან სტრატეგიულ პარტნიორობას შეეცდება, რომ WLF-ის რეზერვში ტოკენიზებული აქტივების შეტანას ხელი შეუწყოს.
WLF-ის გარდა, ტრამპის ოჯახი აქციათა საკონტროლო პაკეტს სოციალური მედიისა და სტრიმინგ-კომპანია Trump Media & Technology Group-ში ფლობს. 29 იანვარს კომპანიამ კრიპტოვალუტასთან დაკავშირებულ ფინანსურ სერვისებზე გადასვლა გამოაცხადა.
ახლახან პრეზიდენტის უფროსმა ვაჟმა, დონალდ ტრამპ-უმცროსმა ნიუ-იორკში, ონდოს სამიტზე განაცხადა, რომ WLF-ის მიზანი კრიპტოვალუტის სამყაროსა და საცალო ინვესტორებს შორის დისტანციის შემცირებაა. მან ხაზი გაუსვა ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზის შექმნის აუცილებლობას, რომელიც „კრიპტოვალუტებს აყვავების“ საშუალებას მისცემს.
დონალდ ტრამპ-უმცროსის შეფასებით, კრიპტოვალუტა „ფინანსებისა და ამერიკის ჰეგემონიის მომავალია.“
www.bpn.ge

ასევე დაგაინტერესებთ

“იცით, რა არის ეს? ეს არის სისტემა, რომელიც ინვესტორს აძლევს უფლებას, პირდაპირ უჩივლოს სახელმწიფოს საერთაშორისო არბიტრაჟში (მაგალითად, ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის ეგიდით მოქმედ ICSID-ში). შედეგად, საქართველო მიიღებს მრავალმილიარდიან სარჩელს…”