ბაზარზე სიახლეა! Lenovo-ს ახალი ნოუთბუქი ხელოვნური ინტელექტით – Lenovo Yoga Slim 7x უკვე ხელმისაწვდომია!
დღეს, როდესაც პერსონალური კომპიუტერების ინდუსტრია ხელოვნური ინტელექტის ეპოქის ახალ ფაზაში გადადის, Lenovo საკუთარ ნოუთბუქებში პერსონალიზაციის ახალ დონეებს ნერგავს. მონაცემთა ინტელექტუალურ პროგრამულ უზრუნველყოფაზე დაფუძნებული ლოკალური დამუშავება, გაზრდილი პროდუქტიულობა, კრეატიულობა და უსაფრთხოება Lenovo-ს პერსონალურ კომპიუტერთან მუშაობის სრულიად ახალ გამოცდილებას ქმნის. კომპანია აფართოებს ხელოვნური ინტელექტით მხარდაჭერილი მზა მოწყობილობების, პროგრამული უზრუნველყოფისა და ოპტიმიზირებული სერვისების მრავალფეროვან პორტფელს, რომელსაც უკვე Lenovo Yoga Slim 7x ემატება.
თხელი და მსუბუქი დიზაინი
Yoga Slim 7x წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე თხელ ლეპტოპს, რომლის სისქეც მხოლოდ 12,9მმ-ია, ლურჯი ფერის დიზაინი კი ნოუთბუქს მეტ დახვეწილობასა და ესთეტიკურობას მატებს.
კლავიატურის ფორმა მომხმარებელს მარტივად და კომფორტულად ბეჭდვის საშუალებას აძლევს, ხოლო 135მმ თრექპადი იძლევა მეტ სივრცეს სქროლვისა და მანევრირებისათვის. პანელის მომრგვალებული კიდეები, რომელიც ცნობილია როგორც Lenovo-ს Comfort Edge დიზაინი, ნოუთბუქს უფრო კომფორტულს ხდის როგორც სამუშაოდ, ისე სატარებლად.
აღსანიშნავია, რომ Yoga Slim 7x არამხოლოდ დახვეწილი დიზაინით, არამედ გამძლეობითაც გამოირჩევა. Lenovo-ს კომერციული ლეპტოპების მსგავსად, Yoga Slim 7x ფლობს MIL-STD 810H სამხედრო დონის სერტიფიკატებს და გადის Lenovo-ს შიდა სანდოობის ტესტირებებს.
გამორჩეული PureSight OLED ეკრანი
The Yoga Slim 7x აქვს 14.5” 3K (2944 x 1840) OLED სენსორული ეკრანი, 16:10 რეზოლუციითა და 90ჰც ეკრანის განახლების სიხშირით, რომელიც უზრუნველყოფს ეკრანის უფრო მეტ ფართობს და ნავიგაციას კიდევ უფრო სწრაფს და მოსახერხებელს ხდის. ეკრანს აქვს TUV Rheinland Low Blue Light სერტიფიკატი, რისი საშუალებითაც მოწყობილობა თვალებისთვის ნაკლებად დამღლელია. გარდა ამისა, Yoga Slim 7x-ს ასევე აქვს Dolby Vision მხარდაჭერა.
