„ახალი წლის შემდეგ, კაციშვილი თვალით არ მინახავს“ – „ლაგვანის მარანი“ დროებით დაიხურა (bm.ge)

ახმეტაში მდებარე გასტროტურისტული სივრცე “ლაგვანის მარანი” დროებით დაიხურა. დამფუძნებელი სანათა წიწუაშვილი BM.GE-სთან აცხადებს, რომ გადაწყვეტილება ტურისტების არარსებობის გამო მიიღეს.
მისი ინფორმაციით, მანამდე მარანში სტუმრებს მთელი მსოფლიოდან მასპინძლობდნენ, თუმცა ქვეყანაში განვითარებული მოვლენების ფონზე, მათ მარანს ახალი წლის შემდეგ სტუმარი არ მიუღია.
“მთელი მსოფლიოდან გვსტუმრობდნენ ტურისტები, მაგრამ ახალი წლის შემდეგ, კაციშვილი არ მინახავს თვალით. გაჩერებული ვარ, ტურისტი არ არის. ქვეყანაში განვითარებული მოვლენების ფონზე, შეწყდა მოთხოვნაც. ამიტომ ახმეტაში მარანი დავხურეთ და ახლა თბილისში ვართ.
ჩვენ მცირე მარნებს ძირითადად ევროპიდან, -დან, შვეიცარიიდან, დან გვსტუმრობენ. ახლა ტურისტი ალბათ თავს იკავებს, რომ საქართველოში ჩამოვიდეს. ჩვენი პატარა მარნების პრობლემა ღვინის გაყიდვაა. თუ მცირე მარანმა პროდუქტი ექსპორტზე რამდენიმე ბაზარზე არ გაიტანა, ბაზარი არ მოძებნა, ფაქტობრივად ერთ ადგილას იტრიალებ. როცა გადის სხვადასხვა ქვეყანაში, ეს მცირე მარნისთვის ამოსუნთქვის საშუალებაა. ახლა კი ამ კუთხითაც, პესიმიზმში ვარ”, – ამბობს მცირე ბიზნესის წარმომადგენელი.
სანათა წიწუაშვილის ცნობით, მათ ღვინის გაყიდვა უჭირთ და ამის პარალელურად, თუ ტურისტული ნაკადებიც შეჩერდება ისეთ მცირე მარნებს, როგორიც “ლაგვანის მარანია”, საერთოდ გაჩერება მოუწევთ.
“ამ ეტაპზე, პაუზით ვსარგებლობ და ახლა ფრანგულ სამზარეულოს ვსწავლობ, რათა შემდეგ უკვე სერვისი განვავითარო და სიახლე შევიტანო შეთავაზებაში”, – ამბობს მეწარმე.
შეგახსენებთ, “ლაგვანის მარანი” ახმეტაში მდებარე გასტრონომიული სივრცეა. მარანში 5 სახის კახური ჯიშის ღვინოები იწარმოება. ღვინის საწარმოებლად მარანი ნედლეულს ნაწილს ადგილობრივი ფერმერული მეურნეობებიდან ყიდულობს, ხოლო ნაწილი მათი ყურძენია. მარანში 5 ადამიანია მუდმივად დასაქმებული, ხოლო სეზონზე ადამიანებს კიდევ იმატებენ. გარდა ღვინისა, ადგილზე მომხმარებელს დეგუსტაციისა და მასტერკლასების სერვისით სარგებლობა შეუძლია. სტუმრებს მასტერკლასებზე ახმეტის რეგიონისთვის დამახასიათებელ სამზარეულოს სთავაზობენ.