ახალი წლის ღამით რუსეთმა კიევზე დრონებით მიიტანა იერიში

რუსეთის უპილოტო საფრენმა აპარატებმა 1 იანვარს დილით კიევს შეუტიეს. პეჩერის რაიონში ნაწილობრივ დანგრეულია საცხოვრებელი სახლის ზედა ორი სართული. უკანასკნელი მონაცემებით, დაშავდა ექვსი ადამიანი, ორი მათგანი ჰოსპიტალიზებულია.
ამის შესახებ „რბკ-“ იტყობინება დედაქალაქის მერზე, ვიტარი კლიჩკოზე დაყრდნობით.
მისი სიტყვებით, დრონის ნამსხვრევები ასევე დაეცა არასაცხოვრებელ შენობას, საცხოვრებელი სახლის სახურავზე და ერთ-ერთ ბინაში კი ხანძარი გაჩნდა.
როგორც იტყობინებიან, ხანძარი გაჩნდა პეჩერის რაიონში მდებარე ეროვნული ბანკის კორპუსის სახურავზე. ცეცხლი ჩააქრეს. შენობა მდებარეობს სამთავრობო კვარტალში, უკრაინის პრეზიდენტის ოფისიდან რამდენიმე ასეულ მეტრზე.
უკრაინის წინააღმდეგ ს დრონების მორიგი იერიში დაიწყო ახალი წლის პირველ საათებში. როგორც უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალები იტყობინება, რუსეთმა უკრაინას შეუტია 111 დრონით, მათგან 63 ჩამოგდებულია. 46 დაიკარგა. ორი დრონი რუსეთსა და ბელარუსში გაფრინდა.
საჰაერო თავდაცვა მუშაობდა პოლტავის, სუმის, ს, ჩერნიგოვის, ჩერკასის, ზაპოროჟიეს, ჟიტომირის, ხმელნიცკის, კიროვოგრადისა და ნიკოლაევის ოლქებში.
ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ივან ფიოდოროვის თანახმად, დარტყმის შედეგად ერთ-ეთრ დასახლებულ პუნქტში ცეცხლი გაუჩნდა რამდენიმე კერძო სახლს, ერთი ქალი გადაარჩინეს.
ფორუმი