ახალი წლის ღამეს, ქვეყნის მასშტაბით, პიროტექნიკის გამოყენების შედეგად ჰოსპიტალში 40 დაზიანებული პირი გადაიყვანეს, კვებითი და ალკოჰოლური ინტოქსიკაციით სამედიცინო დაწესებულებაში 131 პაციენტია მოთავსებული

ახალი წლის ღამეს, ქვეყნის მასშტაბით, პიროტექნიკის გამოყენების შედეგად ჰოსპიტალში 40 დაზიანებული პირი გადაიყვანეს, კვებითი და ალკოჰოლური ინტოქსიკაციით სამედიცინო დაწესებულებაში 131 პაციენტია მოთავსებული.
ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრიდან აცნობეს.
უფრო კონკრეტულად, ახალი წლის ღამეს თბილისში პიროტექნიკის გამოყენების შედეგად სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურში, ჯამში, 33 ზარი შევიდა, მათ შორის 20 მოქალაქეს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.
რაც შეეხება რეგიონებს, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით, რეგიონების მასშტაბით, პიროტექნიკით დაზიანების შესახებ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურში 25 შეტყობინება განხორციელდა, აქედან 20 პაციენტს ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო.
მათივე ცნობით, ახალი წლის ღამეს თბილისში ალკოჰოლის მოხმარებასთან დაკავშირებით 208 გამოძახება დაფიქსირდა და ამ მიზეზით 64 ადამიანია ჰოსპიტალიზებული.
რეგიონების მასშტაბით, კვებითი და ალკოჰოლური ინტოქსიკაციის 110 შემთხვევა დაფიქსირდა – ჰოსპიტალიზებულია 67 პაციენტი.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ბაჩიაშვილი – დღევანდელი სისტემა 21-ე საუკუნის „მხედრიონია“ – მე ვარ არა პატიმარი, არამედ ტყვე, გატაცებული, დამწყვდეული, ნაწამები მხოლოდ იმისთვის, რომ ივანიშვილმა რამენაირად ფული გამომძალოს

გიორგი ბაჩიაშვილი – ბიძინა ივანიშვილს ჩემგან უნდოდა ანტიდასავლური პროპაგანდის გავრცელება, რაზეც უარი ვუთხარი, შემდეგ იფიქრა: „უი, ბიტკოინით ფულის შოვნა შეიძლება“ და ჩემი დაყაჩაღება დაიწყო – აქ არის მისი ადგილი, მოვა მაგის დროც