ახალი წლის ღამეს საფრანგეთში უსაფრთხოების ზომები გამკაცრდება

“ახალი წლის ღამეს საფრანგეთში უსაფრთხოების ზომები გამკაცრდება და ქვეყანაში 90 000 სამართალდამცავი იქნება მობილიზებული” – ამის შესახებ განცხადება შიდა დაზვერვის უფროსმა გააკეთა.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი კი აცხადებს, რომ 6 000 ზე მეტი სამართალდამცავი დაიცავს ელისეის სადღესასწაულო ღონისძიებების ტერიტორიას, სადაც მილიონზე მეტი ადამიანი იქნება შეკრებილი.
მისი თქმით, ისრაელსა და პალესტინაში მიმდინარე პროცესების გამო, ძალიან მაღალი ტერორისტული საფრთხე არსებობს.