ახალი წლის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი 03:00 საათამდე იმოძრავებს

ახალი წლის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახანგრძლივებულ რეჟიმში იმოძრავებს.
როგორც თბილისის მერმა, მ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, როგორც მეტროპოლიტენი, ისე ავტობუსები და რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა მგზავრებს 1-ელი იანვრის 03:00 საათამდე მოემსახურება.
“31 დეკემბერს, ახალი წლის ღამეს, თბილისის მუნიციპალიტეტის მერია პირველი რესპუბლიკის მოედანზე საახალწლო ღონისძიებას გეგმავს. მინდა, ტრანსპორტთან დაკავშირებით მოგაწოდოთ ინფორმაცია: მეტროპოლიტენის მომსახურება 31 დეკემბრის 00:00 საათიდან გახანგრძლივდება პირველი იანვრის 03:00 საათამდე; ავტობუსებით მგზავრთა მომსახურება გახანგრძლივდება 31 დეკემბრის 23:00 საათიდან 2024 წლის პირველი იანვრის 03:00 საათამდე; რიყე-ნარიყალას საბაგირო გზით მგზავრთა მომსახურება 31 დეკემბრის 22:00 საათიდან გახანგრძლივდება 2024 წლის პირველი იანვრის 03:00 საათამდე”, – განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება შობის ღამეს, დედაქალაქის მერის თქმით, მეტროპოლიტენით მგზავრთა მომსახურება 6 იანვრის 00:00 საათიდან გახანგრძლივდება 7 იანვრის 03:00 საათამდე და მგზავრთა მომსახურება უფასო იქნება.

ასევე დაგაინტერესებთ

სოზარ სუბარი “ნაცმოძრაობის” მიერ დაზარალებულ გიორგი ხოჭავას: რაც თქვენ გადაგხდათ, სისტემური დანაშაული იყო – რომ დაგიჭირეს და გაწამეს, ძალიან მალე, 2010 წლის 20 დეკემბერს, მიხეილ სააკაშვილმა, ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დააჯილდოვა კოხტა კოდუა, მთავარი მწამებელი, მეგის ქარდავა კი – მეორე ხარისხის ორდენით

ბევრ საკითხზე საქართველო და ამერიკის საზოგადოება აზროვნებით თანხვედრაში არიან – იქნება ეს USAID-ისა და NED-ის საქმიანობა, ლგბტ-პოლიტიკები თუ უკრაინის ომთან დაკავშირებული მიდგომები – თუმცა ქმედითი მხარდაჭერა ან არ ჩანს, ან შესაძლოა, იგვიანებს